• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მცდარი: მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეკონომიკა 170%-ით გაიზარდა

მცდარი: მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეკონომიკა 170%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: მცდარი

09/11/2021
მცდარი
განცხადება არაზუსტია
Facebook Linkedin Twitter Print

მცდარი: მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეკონომიკა 170%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: მცდარი

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი 24 ინფო • 24 Info ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ეკონომიკა მხოლოდ 170%-ით გაიზარდა.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ლარში, რომელიც  ეკონომიკის ზრდის შესაფასებლად რელევანტურია, 2003-2012 წლებში 1.7-ჯერ, ანუ 70%-ით გაიზარდა და არა 170%-ით, როგორც ფეისბუქ-პოსტი ამტკიცებს. 2003 წელს, 2010 წლის ფასებში, რეალური მშპ 13.8 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს - 23.6 მლრდ ლარს. 

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის. კერძოდ, ნომინალური მშპ, თავისუფალი არ არის ინფლაციის გავლენისგან, ხოლო დოლარში გამოსახული მშპ, სავალუტო კურსის მერყეობისგან. უცნობია, მოცემული მტკიცება  კონკრეტულად რა გათვლებს და მონაცემებს ეყრდნობა. თუმცა ეკონომიკის ზრდა მუდმივ ფასებში გამოსახული, ანუ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალებით იზომება. 

ცხრილ 1-ში, წარმოდგენილია ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა  (2010 წლის ფასებში), როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოსახული ( 2003-2012 წლებში), რადგან სხვადასხვა პირები, ეკონომიკის ზრდის/კლების დინამიკას ხშირად, მოცემული მაჩვენებლებიდან ერთ-ერთის გამოყენებით აანალიზებენ. თუმცა, 170%-ით ზრდა, არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

ცხრილი 1: მშპ-ს სხვადასხვა ინდიკატორების დინამიკა 2003-2012 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს

    ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ მაღალია

    საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა