იტვირთება

მცდარი: მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეკონომიკა 170%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: მცდარი

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი 24 ინფო • 24 Info ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ეკონომიკა მხოლოდ 170%-ით გაიზარდა.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ლარში, რომელიც ეკონომიკის ზრდის შესაფასებლად რელევანტურია, 2003-2012 წლებში 1.7-ჯერ, ანუ 70%-ით გაიზარდა და არა 170%-ით, როგორც ფეისბუქ-პოსტი ამტკიცებს. 2003 წელს, 2010 წლის ფასებში, რეალური მშპ 13.8 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს - 23.6 მლრდ ლარს.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის. კერძოდ, ნომინალური მშპ, თავისუფალი არ არის ინფლაციის გავლენისგან, ხოლო დოლარში გამოსახული მშპ, სავალუტო კურსის მერყეობისგან. უცნობია, მოცემული მტკიცება კონკრეტულად რა გათვლებს და მონაცემებს ეყრდნობა. თუმცა ეკონომიკის ზრდა მუდმივ ფასებში გამოსახული, ანუ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალებით იზომება.

ცხრილ 1-ში, წარმოდგენილია ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა (2010 წლის ფასებში), როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოსახული ( 2003-2012 წლებში), რადგან სხვადასხვა პირები, ეკონომიკის ზრდის/კლების დინამიკას ხშირად, მოცემული მაჩვენებლებიდან ერთ-ერთის გამოყენებით აანალიზებენ. თუმცა, 170%-ით ზრდა, არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

ცხრილი 1: მშპ-ს სხვადასხვა ინდიკატორების დინამიკა 2003-2012 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი