• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის განცხადება კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის განცხადება კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

01/11/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 31 ოქტომბერს, Facebook-გვერდებმა „Politics - პოლიტიკა“ და „მიხეილ უკრაინოლოგმა“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ვიდეო გამოაქვეყნეს. ვიდეოში დეკანოიძე ამბობს, რომ „უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები არ არის ადამიანის ნების გამოხატულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი“. Facebook-გვერდები დეკანოიძის ინტერვიუს მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთს ავრცელებენ და ამით ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თითქოს დეკანოიძე არჩევნებს ადამიანის ნების გამოხატულებად არ მიიჩნევს. 

სინამდვილეში, ხატია დეკანოიძემ 31 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს, მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, თუმცა ის კონკრეტულად - 30 ოქტომბრის არჩევნების დარღვევების კონტექსტის გათვალისწინებით, საუბრობდა. Facebook-გვერდები კი ინტერვიუდან ვიდეოს კონკრეტულ მონაკვეთს,   მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კონტექსტის გარეშე მანიპულაციურად ავრცელებენ.

31 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ქუთაისის მერობის კანდიდატმა 30 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და ხაზი  იმ ფაქტს გაუსვა, რომ არჩევნები ქუთაისში სხვადასხვა დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. დეკანოიძის შეფასებით, საქართველოში არჩევნები მხოლოდ ფორმალური სახით ჩატარდა, რადგან ადამიანებს ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. დეკანოიძე სწორედ აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე ამბობს: „უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები არ არის ადამიანის ნების გამოხატულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი... არ იყო ადამიანის ნების გამოხატულება გუშინ, ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ერქვა უბრალოდ არჩევნები, რაც იყო“. 

ცნობისთვის, პოსტის გამავრცელებელი Facebook-გვერდები „მიხეილ უკრაინოლოგი“ და „Politics - პოლიტიკა“  წარმოადგენენ, ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პსრ ტესტი
ხატია დეკანოიძე
არჩევნები 2021
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა