იტვირთება

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ვირუსულად გავრცელებული ცნობით, 4 ნოემბრიდან დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება: „4 ნოემბრიდან შეიზღუდება სამარშრუტო ტაქსით და ავტობუსით გადაადგილება, ასევე გაჩერდება მეტრო“.

იხ. ყალბი ამბის შემცველი სტატია

აღნიშნულ ცნობას მთავრობის სტრატკომი გამოეხმაურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე 4 ნოემბრიდან შეზღუდვების დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. უწყების განცხადებით: „ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება“.

ამდენად, ოფიციალური ინფორმაციით, 4 ნოემბრიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, ხოლო სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი