30 ოქტომბერს Facebook-გვერდებმა „მიხეილ უკრაინოლოგი“ და „Provocateurs“ სატირული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნეს. პოსტში მოცემულ ფოტო-მალასაზე გამოსახულია მიხეილ სააკაშვილი და თანდართული აღწერა: „VIDEO: სააკაშვილის რუსთავის ციხესთან სოფო ნიჟარაძისა და სანდრა რულოვსის მიერ შესრულებული სიმღერები ჩაურთეს“.
მოცემულ პოსტს თან არ ერთვის წყარო და არც ის ვიდეო-მასალა, რომელიც აღწერის ვიზუალიზაციას უნდა ახდენდეს. მსგავსი ინფორმაცია არც ღია წყაროებით იძებნება. პოსტზე არსებული გამოხმაურება - კომენტარები და რეაქციები - ნათელს ხდის, რომ Facebook-მომხმარებლებს მასალა სიმართლედ არ აღუქვამთ. პოსტი სატირული შინაარსისაა. თუმცა საგულისხმოა, რომ პოსტის გამავრცელებელი Facebook-გვერდები „მიხეილ უკრაინოლოგი“ და „Provocateurs“ წარმოადგენენ, ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდებს, რომლებიც დისკრედიტაციისთვის, სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს. ამასთან ერთად, არჩევნების პირველი ტურის დღეს, 2 ოქტომბერს, Facebook-გვერდი „Provocateurs“ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას Ipsos-ის გაყალბებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებით ცდილობდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
---------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.