იტვირთება

2021 წლის 24 ოქტომბერს, Facebook-გვერდმა „ძალა სიმართლეშია“ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „მიხეილ სააკაშვილს საჩხერის კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მისი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში საუკეთესო პირობებია შექმნილი“. პოსტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიზუალს იყენებს, რაც მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს აღნიშნული ამბავი მთავარმა არხმა გაავრცელა. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია ყალბია.

სინამდვილეში, „ძალა სიმართლეშიას“ მიერ გავრცელებული მასალა არც „მთავარი არხის“ და არც სხვა მედიასაშუალების ვებგვერდზე არ იძებნება. შესაბამისად, Facebook-გვერდი „მთავარი არხის“ იდენტური ვიზუალის გამოყენებით ინტერნეტმომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„მთავარი არხი“ 22 ოქტომბერი „მთავარი არხი“ 20 ოქტომბერი

რეალურად, 24 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩხერის კლინიკაში გადაყვანის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, საგულისხმოა, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან როგორც სააკაშვილის ადვოკატები, სახალხო დამცველი, ისე მისი მხარდამჭერები.

რაც შეეხება ინფორმაციის წყაროს - „ძალა სიმართლეშიას“, სამართლიანი არჩევნების (ISFED) თანახმად, გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მადისკრედიტირებელ კამპანიას ეწევა. დისკრედიტაციის სამიზნეები ასევე ხდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რისთვისაც გვერდი არა ერთ პოსტს ასპონსორებს.

ამდენად, „ძალა სიმართლეშიას“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო რედაქტირების შედეგია, მასზე განთავსებული წარწერა კი ყალბი ინფორმაციის შემცველი.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი