იტვირთება

Facebook-ში გავრცელდა სურათი, რომელიც, აღწერის თანახმად, არის „კალაძის საბავშვო ატრაქციონის არქიტექტურული „შედევრი“ მზიურში“.

რეალურად, აღნიშნული სურათი არა მზიურში, არამედ კანადის ქალაქ მეფლ რიჯშია (Maple Ridge) გადაღებული, კერძოდ Lower Mainland-ის სათამაშო მოედანზე. Hollywoodnorthbuzz-ის ინფორმაციით, უჩვეულო ფორმის საბავშვო ატრაქციონის დადგმა ერთ-ერთი ფილმის გადაღებებს უკავშირდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თბილისის ცენტრში მდებარე „მზიურის“ პარკში მსგავსი საბავშვო სათამაშო ატრაქციონი არ არსებობს (განახლებული „მზიურის“ პარკის სურათები და ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4. )

შესაბამისად, გავრცელებული სურათი და თანდართული წარწერა წარმოადგენს ყალბ ამბავს, რომელიც საარჩევნო პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი