• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Facebook-ზე კანადის ჯანდაცვის მაღალჩინოსნის რედაქტირებული ფოტოსურათი ვრცელდება

Facebook-ზე კანადის ჯანდაცვის მაღალჩინოსნის რედაქტირებული ფოტოსურათი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/10/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-პროფილმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ გაავრცელა ფოტოსურათი, რომელზეც პოსტის აღწერის მიხედვით,  კანადის კოვიდ-19-ის მთავარი სამედიცინო ოფიცერი ტერეზა ტამი არის გამოსახული, ხოლო ფოტოსურათში არსებული ტექსტის თანახმად, ის კანადის ჯანდაცვის მინისტრია. ფოტოსურათი განზრახ არის დამუშავებული და დამახინჯებული ფორმით წარმოდგენილი, რათა COVID-19-თან ბრძოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება შექმნას. „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ მას „ეშმაკეულს“ უწოდებენ. ფოტოსურათის ავთენტურობა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Checkyourfact-მა გადაამოწმა. სურათის დაუმუშავებელი ვერსია 2020 წლის აპრილში კანადური გამოცემა Toronto Star-ის სტატიაშია გამოქვეყნებული. სტატიის თანახმად, ის დოქტორი ტერეზა ტამია, რომელიც კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი ოფიცერია. ხოლო კანადის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას პატი ჰაჯდუა (Patty Hajdu) იკავებს. დამუშავებული და ორიგინალი სურათები იხილეთ ქვემოთ:

  

უარყოფითი განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მაღალჩინოსნების დამახინჯებული სურათები, სადაც ისინი არაბუნებრივად გამოიყურებიან, სხვა Facebook-მომხმარებელმაც გამოაქვეყნა (სურათი იხილეთ ქვემოთ). პოსტის თანდართულ ტექსტში ვკითხულობთ: „იტალია, კანადა, ამერიკა, ბელგია, დიდი ბრიტანეთი...  ეს არსებები ზრუნავენ ხალხის ჯანმრთელობაზე“.

 

პირველ სურათზე გამოსახულია იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას, სურათი და ის მხოლოდ გადიდებულია და ამ სურათში იტალიის ჯანდაცვის მინისტრის სახე რაიმე კუთხით არაბუნებრივი არაა. სრული სურათი იხილეთ:

მეორე სურათზე ლოს ანჯელესის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი დოქტორი ბარბარა ფერერია და მისი სურათი ხელოვნურად არის დამუშავებული და მისი კანის ფერი შეცვლილია და თვალებთან შავი წრეებია დამატებული. ორიგინალი სურათი 2020 წლის 13 მაისის პრესკონფერენციიდან იხილეთ ქვემოთ:

 

მესამე სურათზე გამოსახულია არა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი (რომელიც ამჟამად საჯიდ ჯავიდია), არამედ ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცერი კრის უიტი (Chris Whitty). სურათზე მისი თვალები და პირი უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა ეს პირდაპირ ეთერში დროს ეკრანის ანაბეჭდის გაკეთების (ე.წ. screenshot) შედეგადაა მიღებული. სურათი მისი 2021 წლის 11 იანვრის BBC-სთვის მიცემული ინტერვიუდანაა ამოჭრილი. მსგავსი სახით შეგიძლია იხილოთ ვიდეოში 37 წამზე. კრის უიტის სურათი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მეოთხე სურათზე არა კანადის ჯანდაცვის მინისტრი, არამედ კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი ოფიცერი დოქტორი ტერეზა ტამია გამოსახული და მისი სურათი, როგორც უკვე აღინიშნა, ასევე დამუშავებულია.

მეხუთე სურათზე აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის ასისტენტი დოქტორი რაშელ ლევინია გამოსახული, რომელიც სენატის მიერ დამტკიცებული პირველი ღიად ტრანსგენდერი ოფიციალური პირია. „როიტერსს“ მის შესახებ გავრცელებული ფოტომანიპულაციები აქამდეც გამოუმჟღავნებია და დამცინავი და ტრანსფობიური მისინფორმაციებისთვის თავად ლევინსაც გაუცია პასუხი.

ბოლო სურათზე გამოსახულია ბელგიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მეგი დე ბლოკი (Maggie De Block) და მას წონასთან დაკავშირებული პრობლემები მართლაც აქვს, რის შესახებაც საჯაროდაც უსაუბრია და ზემოთ მოცემული სურათი ავთენტურია და შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

სტატია მომზადებულია CHECKYOURFACT-ზე, Reuters-სა და AFP-ზე დაყრდნობით.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჯანდაცვის მინისტრები
დამუშავებული ფოტოები
იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა