სოციალურ ქსელში პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ციტატა ვრცელდება. პოსტის თანახმად, ვაშაძე 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შემდეგი ციტატით გამოეხმაურა: „დარწმუნებული ვარ ჩემი ამომრჩეველთა ხმები ოპოზიციის პარტიებმა მიისაკუთრეს“.

სინამდვილეში, ფოტოზე დატანილი ციტატა ყალბია, რადგან გიორგი ვაშაძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგის ვაშაძე არჩევნების შედეგებს მსგავსი განცხადებით არ გამოხმაურებია. როგორც გიორგი ვაშაძისა და პარტიის Facebook-გვერდებზე, ისე სხვა ღია წყაროებში ვაშაძის მსგავსი განცხადება საერთოდ არ იძებნება. ამდენად, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, გიორგი ვაშაძის ციტატა გააყალბეს.

რეალურად, გიორგი ვაშაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, 6 ოქტომბერს ბრიფინგით გამოეხმაურა. მან ბრიფინგზე მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტია საქართველოს უკეთესი განვითარებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ამასთან, ვაშაძე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არათუ ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა, არამედ მან ამავე ბრიფინგზე, მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი