იტვირთება

Facebook-ზე IPSOS-ის სახელით გაყალბებული კვლევა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდმა Provocateurs გამოაქვეყნა სურათი (იხილეთ ქვემოთ) აღწერით:„იფსოსმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა!!!“

რეალურად, IPSOS-ს 19:30 საათზე საარჩევნო კვლევა არ გამოუქვეყნებია. ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევა 20:00 საათის შემდეგ „მთავარის“ ეთერში გამოცხადდება.

ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა“.

ISFED-ის თანახმად, Provocateurs ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდია, რომელიც დისკრედიტაციისთვის, გვერდი სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი