1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვიდეომასალა გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში, კერძოდ ბათუმში იმყოფება. აღნიშნული მასალის გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გვერდის, „ლიდერი 41“-ის მტკიცებით კი, ვიდეოში უკრაინაა და არა ბათუმი: „...გაეცანით ამინდის პროგნოზს და მიხვდებით, რომ ვიდეო ბათუმის არ ყოფილა და მიშა ხალხს ამასხარავებს. ვიდეო არის ყალბი, ის უკრაინაა და არა საქართველო...“.

იხ. Facebook-პოსტი

„ლიდერი 41“-ის მტკიცება, რომ სააკაშვილის ფონზე ვიდეომასალაში უკრაინა ჩანს, ყალბი ამბავია. კერძოდ, გეოლოკაციის დადგენით, ცხადი ხდება, რომ ვიდეომასალის კადრებში ქალაქ ბათუმში მდებარე სხვადასხვა შენობა მოჩანს.

ჩვენ მიერ ვიდეოკადრებიდან ამოჭრილ პირველ სურათზე ბათუმის საბაგიროა გამოსახული, ხოლო მეორე სურათზე საბაგიროს სიახლოვეს მდებარე სასტუმრო „ველმონდი“. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვიდეომასალაში უკრაინა ჩანს, არასწორია. იხილეთ შესაბამისი ბმულები: ბმული 1, ბმული 2.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-გვერდზე კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მან გაიმეორა, რომ არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვიდა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ვიდეოში არსებულ კადრებშიც ნათლად ჩანს ბათუმში ახალი ბულვარის უბანში მდებარე არაერთი შენობა. იხილეთ შესაბამისი ბმულები: ბმული 1, ბმული 2.

ამდენად, ორივე ვიდეომასალაში ნამდვილად ბათუმი და იქ მდებარე შენობები ჩანს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, იმყოფებოდა, თუ - არა ფიზიკურად სააკაშვილი ბათუმში ვიდეოს გადაღების მომენტში და ისიც, თუ სად იმყოფება ის ამჟამად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას არ ადასტურებს. შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი