სოციალურ ქსელში ონლაინ-მედია On.ge-ის სქრინი გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ფოტომასალაზე გამოსახულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დატანილია შემდეგი აღწერა: „თბილისელთა ოჯახებს დაევალებათ რომ სოფლელი სტუდენტები შეიფარონ და აჭამონ. უფასოდ, ცხადია“. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა გააკეთა და საინფორმაციო სააგენტო On.ge-ის პორტალზე გამოქვეყნდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სქრინებს ასობით რეაქცია აქვს. რეაქციებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ Facebook-მომხმარებელთა უმრავლესობამ კონკრეტული ამბავი სატირად აღიქვა, თუმცა კომენტარებიდან გამომდინარე ჩანს ისიც, რომ საზოგადოების ნაწილმა ეს განცხადება რეალურ განცხადებად მიიჩნია. სინამდვილეში, ფოტომასალა, რომელიც ონლაინ-მედია On.ge-ის ვიზუალის გამოყენებით ვრცელდება, სატირულ შინაარსს ატარებს და რეალობას არ შეესაბამება.
პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. როგორც On.ge-ის ვებ-გვერდსა და Facebook-გვერდზე, ისე სხვა ღია წყაროებში ღარიბაშვილი მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება არ იძებნება. შესაბამისად, მოცემული ფოტომასალა, მასზე დატანილი ციტატა გამოგონილია და სატირულ შინაარსს ატარებს.
-----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.