იტვირთება

პრორუსულმა ვებგვერდმა tvm.ge, რომელიც ზოგადად კორონავირუსისა და უშუალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებითაც გამოირჩევა, გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ჰარისს სინამდვილეში ვაქცინა არ გაუკეთებია და სცენა ხალხის მოსატყუებლად გაითამაშა“. tvm.ge-ის თანახმად, არსებობს ვიდეო, სადაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის, ვაქცინაციის კადრებია ასახული და აღნიშნულ ვიდეოში „რამდენჯერმე მეორდება სცენა, სადაც ჩანს, რომ სამედიცინო პერსონალი ინექციის დასრულების შემდგომ თითქოს შპრიცის წვერს ასწორებს“ და გამოტანილია დასკვნა, რომ „ჰარისს სინამდვილეში ვაქცინა არ გაუკეთებია და სცენა ხალხის მოსატყუებლად გაითამაშა“.

მოცემული დეზინფორმაცია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. რეალურად, კამალა ჰარისი 2020 წლის 28 დეკემბერს საჯაროდ აიცრა „მოდერნას“ ვაქცინით და მისი აცრის პროცესი პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა (მაგალითად, იხილეთ ვიდეოები აქ და აქ). ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელებულ ვიდეოებში დაზუმებულად არის ნაჩვენები ეპიზოდი, როდესაც ექთანი, თითქოს მალულად - სკამთან, აცრისთვის გამოყენებულ ნემსს დამცავ ხუფს აფარებს. რაც შეეხება ამ პროცესის „მალულად“ განხორციელებას - ექთანი დამცავ ხუფს სკამზე დაწოლით ამაგრებს, რადგან მეორე ხელით ჰარისის მკლავს აწვება აცრის ადგილას (იხილეთ ვიდეოში დაახლოებით 36-ე წამიდან). შეთქმულების თეორია, რომ შპრიცი იხრება და არა დამცავი ხუფი და ამიტომ ის მკლავში ვერ შეაღწევდა, ცალსახა ტყუილია და სურათებში (იხილეთ 1, 2, 3) აშკარად ჩანს, რომ შპრიცი კამალა ჰარისის მკლავში შესულია. ჰარისი ვაქცინის მეორე დოზით იანვარში აიცრა.

ინფორმაცია tvm.ge-ის შესახებ იხილეთ ბმულზე.

სტატია მომზადებულია Reuters-ის სტატიის მიხედვით.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3489 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი