იტვირთება

გია კორკოტაშვილის ვიდეო სოციალურ ქსელში არასწორი კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 15 სექტემბერს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფარნაოზ ჭკადუა გია კორკოტაშვილის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებს. ამ დროისთვის პოსტს 1.1 ათასი გაზიარება აქვს.

პოსტის ავტორის თანახმად, გია კორკოტაშვილმა სუს-ის სავარაუდო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდგომ გააკეთა განცხადება, სადაც ის ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ წევრებს უცენზუროდ აკრიტიკებს.

სინამდვილეში, აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელ YouTube-ში ჯერ კიდევ 2017 წლის 16 ოქტომბერს არის ატვირთული. ამდენად, ვიდეოს თავდაპირველი თარიღითაც ჩანს, რომ კორკოტაშვილი აღნიშნულ გადაცემაში 2021 წელს სუს-ის სავარაუდო ჩანაწერებზე ვერ ისაუბრებდა.

ამდენად, ფარნაოზ ჭკადუას პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ გია კორკოტაშვილი გავრცელებულ ვიდეოში „ქართულ ოცნებას“ სავარაუდო ფარული მოსმენა- მიყურადების გამო აკრიტიკებს, არ შეესაბამება სიმართლეს და ვიდეოში გაკეთებული განცხადების კონტექსტს ამახინჯებს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3377 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი