• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ყალბი ვიდეომტკიცებულება ავსტრალიაში ბავშვების იძულებითი ვაქცინაციის შესახებ

ყალბი ვიდეომტკიცებულება ავსტრალიაში ბავშვების იძულებითი ვაქცინაციის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/09/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ყალბი ვიდეომტკიცებულება ავსტრალიაში ბავშვების იძულებითი ვაქცინაციის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აშორებს პოლიცია მოზარდ გოგონას ზრდასრული მამაკაცისგან. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც ემოციური სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვის ჯერ მამაკაცისგან იზოლირებას, შემდეგ კი დამშვიდებას ცდილობენ. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეოში  იძულებითი ვაქცინაციის პროცესია ნაჩვენები, თანაც, დასძენს, რომ ამირანმა (იგულისხმება ამირან გამყრელიძე - საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი) საქართველოშიც იგივე დააანონსა და შემოდგომიდან ბავშვებს „ფიზიკური განადგურება“ ემუქრებათ.

 

პოსტს Facebook-ზე 600-ზე მეტი გაზიარება აქვს.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებშიც (Facebook, Twitter) სხვა ენებზეც ვირუსულად ვრცელდებოდა. მომხმარებელთა ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში ნაჩვენები იყო იძულებითი ვაქცინაციის პროცესი, ხოლო მეორე ნაწილის მტკიცებით, მოზარდს ძალის გამოყენებით მას შემდეგ აშორებდნენ მშობელს, რაც მას (მოზარდს) კოვიდტესტზე დადებითი პასუხი გამოუვლინდა. 

ვიდეო იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ის ცნობილმა ადამიანებმაც გააზიარეს. მაგალითად, ვიდეო საკუთარ Twitter-ზე ცნობილმა ბრიტანელმა კრიკეტის მოთამაშემ, კევინ პიტერსენმა (რომელსაც 4 მილიონამდე გამომწერე ჰყავს Twitter-ზე) გამოაქვეყნა, რომელმაც ვიდეოს „ამაზრზენი“ უწოდა და პოსტზე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მონიშნა.  

 

დასახელებულ ვიდეოს ავსტრალიის პოლიციის დეპარტამენტი მალევე გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ გავრცელებული მოსაზრებები აღნიშნულ ვიდეოში ასახულ პროცესებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, ვიდეოს საერთო არაფერი აქვს კოვიდთან, მათ შორის, არც ვაქცინაციასა და ტესტირებასთან. ასევე აღნიშნეს, რომ ვიდეოში მონაწილე პირების პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, ისინი აღნიშნული საქმის დეტალებს ვერ გაასაჯაროებენ, თუმცა ცალსახად უარყოფენ მტკიცებას, რომ ვიდეოში ასახული მოვლენები კოვიდთან ან მის საწინააღმდეგო ვაქცინასთან არის დაკავშირებული. 

 

შესაბამისად, ვიდეოს აღწერაში გავრცელებული მტკიცებები იმის თაობაზე, რომ ავსტრალიაში ბავშვებს იძულებით ცრიან და მალე საქართველოშიც იგივე გველოდება, სიმართლეს არ შეესაბამება. 

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ავსტრალია
იძულებითი
კოვიდსტატისტიკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა