• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია: Pfizer-ის დირექტორი ალბერტ ბურლა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წარმოქმნას პროგნოზირებს, რომელიც ვაქცინის მიმართ რეზისტენტული იქნება

მანიპულაცია: Pfizer-ის დირექტორი ალბერტ ბურლა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წარმოქმნას პროგნოზირებს, რომელიც ვაქცინის მიმართ რეზისტენტული იქნება

ვერდიქტი: მანიპულირება

07/09/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

მანიპულაცია: Pfizer-ის დირექტორი ალბერტ ბურლა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წარმოქმნას პროგნოზირებს, რომელიც ვაქცინის მიმართ რეზისტენტული იქნება

ვერდიქტი: მანიპულირება

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, „შესაძლებელია, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც არსებული ვაქცინები ვერ მოერევა“ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერის დირექტორმა მსგავსი რამ Fox News-თან ინტერვიუში ნამდვილად განაცხადა, სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნულ ინფორმაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დისკრედიტაციას მიზნით მანიპულაციურად ავრცელებენ.

24 აგვისტოს Fox News-თან ალბერტ ბურლას ინტერვიუ ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ გამოქვეყნდა. Fox News-თან საუბარში ბურლამ განაცხადა: „ყოველ ჯერზე, როდესაც მსოფლიოში ახალი ვარიანტი ჩნდება, ჩვენი მეცნიერები მის გარშემო ერთიანდებიან და ისინი მუშაობენ იმის დასადგენად, არის, თუ - არა ეს ვარიანტი რეზისტენტული ვაქცინის მიმართ. ჩვენ ჯერჯერობით მსგავსი ვარიანტის იდენტიფიცირება არ მოგვიხდენია. სავარაუდოა, რომ ერთ დღეს მსგავსი ვარიანტი გამოჩნდება. თუმცა, ჩვენ შევიმუშავეთ პროცესი, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ რაც ახალი შეშფოთების ვარიანტი (variant of concern) გამოჩნდება, 95 დღეში ჩვენ შეგვეძლება ამ ვარიანტზე მორგებული ვაქცინის შექმნა“. ამრიგად, კონკრეტულად, ბურლამ ამ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახალი შეშფოთების ვარიანტის (variant of concern)  გამოჩენის შემთხვევაშიც კი, მის გუნდს ამ ახალი ვარიანტის საწინააღმდეგოდ ახალი ვაქცინის შექმნა თავისუფლად შეუძლიათ.

2021 წლის თებერვალში, ბურლამ მსგავსი განცხადება Forbes-თანაც გააკეთა. კერძოდ, Covid-19-ის მუტაციებზე საუბრისას მან თქვა: „დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლებელია, რომ ახალი შტამი გამოჩნდეს, რომელიც ახლანდელი ვაქცინების მიმართ რეზისტენტული იქნება.... ახლა თქვენ შეგიძლიათ ძალიან სწრაფად შექმნათ ახალი ვაქცინა, რომელსაც თქვენი ამჟამინდელი იმუნიტეტის გაზრდა, ან სრულიად ახალი მუტაციის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება შეეძლება“.

უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის მუტაციების წარმოქმნა მოსალოდნელია, თუმცა ეს არ არის იმის მანიშნებელი, რომ ვირუსი უფრო საშიში, ან ვაქცინები მათ მიმართ არაეფექტური გახდება. Nature Macrobiology-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, „მუტაციები ეპიდემიების აფეთქების მოახლოების გაგებაში გვეხმარებიან. ნებისმიერი მტკიცება მუტაციის შედეგებზე მნიშვნელოვან ექსპერიმენტულ და ეპიდემიოლოგიურ მტკიცებულებებს საჭიროებს. მუტაცია არის ვირუსის გარდაუვალი შედეგი“.

ამრიგად, ალბერტ ბურლას განცხადება სრული კონტექსტის გააზრების გარეშე, არასწორად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და მკითხველს აფიქრებინებს, რომ თითქოს ვაქცინები არაეფექტურია, ან რომ ვაქცინის მიმართ რეზისტენტული COVID-19-ის მუტაციის წარმოქმნა გარდაუვალია. რეალურად კი, ამ სცენარის შესაძლო განვითარების შემთხვევაშიც კი, ბურლას განცხადება ცხადყოფს, რომ  კორონავირუსის  შესაძლო ახალი ვარიანტის მიმართ ახალი ვაქცინის სწრაფად შესამუშავებლად დღეისათვის უკვე საკმარისი რესურსი და გამოცდილება არსებობს. 

----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Pfizer
ივერმექტინი
ალბერტ ბურლა
ახალი შტამი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა