• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ს პრეზიდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ჩაეძინა

დეზინფორმაცია: აშშ-ს პრეზიდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ჩაეძინა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/09/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: აშშ-ს პრეზიდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ჩაეძინა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ისრაელის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ, ნაფტალი ბენეტისთან შეხვედრის დროს ჩაეძინა. გავრცელებულ 25-30- წამიან ვიდეოებში, ქვეყნის ლიდერების შეხვედრიდან ის მონაკვეთებია ამოჭრილი, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი ქვემოთ იყურება და მისი თვალები სრულად არ ჩანს.  მაყურებლისთვის იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტი თვლემს. მსგავსი ვიდეოები გაავრცელეს Facebook-გვერდებმა პოლიტიკანო, TV თავისუფალი არხი,  Spacenews.

2021 წლის 25 აგვისტოს, ისრაელის კოალიციური მთავრობის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ესტუმრა. 27 აგვისტოს, ბენეტს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ირანის ურთიერთობები იყო. შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ლიდერებმა, ოვალურ კაბინეტში მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. სწორედ ამ განცხადებებიდანაა ამოჭრილი ის 30-წამიანი მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და სადაც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ჩაეძინა. 

სინამდვილეში, მთლიანი ჩანაწერის ხილვის შემთხვევაში, მარტივი შესამჩნევია, რომ ჯოზეფ ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრის საუბრის პროცესში, რომელიც დაახლოებით 8 წუთს გაგრძელდა, რამდენჯერმე იცვლის სხეულის პოზას და კონკრეტულად ამ 30- წამიან მონაკვეთში, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებშია ნაჩვენები, ის უბრალოდ ძირს იყურება (თუმცა ამ მონაკვეთშიც კარგად ჩანს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი რამდენჯერმე აკეთებს თითების მოძრაობას). ჩანაწერში ვხედავთ, რომ ისრაელის პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი მას დაუყოვნებლივ პასუხობს და ისინი  მედიასთან საუბარს აგრძელებენ.  

აღსანიშნავია, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაიდენის „ჩაძინების“ შესახებ მსგავსი ყალბი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება [ ბმული 1, ბმული 2 ]. ეს ყველაფერი 2019 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წელს ის  აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაიდენს „მძინარე ჯო“ (Sleepy Joe) უწოდა, რითაც ტრამპი ცდილობდა,  ბაიდენის ასაკისთვის გაესვა ხაზი და მოსახლეობაში შეექმნა განცდა, რომ მას საკმარისი ენერგია და სათანადო ფიზიკური მდგომარეობა არ ჰქონდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი გამხდარიყო. 

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბაიდენი
ვახტანგ დემურია
ისრაელის პრემიერმინისტრი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

    უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა