• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ზურა ბაკურაძე ვაქცინის გართულების შედეგად გარდაიცვალა

დეზინფორმაცია: ზურა ბაკურაძე ვაქცინის გართულების შედეგად გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/09/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ზურა ბაკურაძე ვაქცინის გართულების შედეგად გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გართულებების შედეგად გარდაიცვალა. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებელი „ფანტინა“, ზურა ბაკურაძის პირადი პროფილიდან აღებულ ფოტოს იყენებს, რომელზეც გამოსახულია წარწერა „მე ავიცერი“. სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებელი ამ ფოტოს გამიზნულად იყენებს იმ ფონის შესაქმნელად, თითქოს ბაკურაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

სინამდვილეში, მომღერალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა 23 ივნისს, რაჭაში მოხდა. სოფელ შქმერში გზა ჩავარდა, რა დროსაც ზურა ბაკურაძე ხევში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფს მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით დახვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამდენად, მომღერლის გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჟურნალისტები
გართულება
დეფიბრილატორების ჯიხურები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა