• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ახალქალაქში დაჭერილი უპატრონო ძაღლები ოზურგეთში გადაჰყავთ, რადგან მუნიციპალიტეტს ცხოველთა თავშესაფარი არ აქვს

ახალქალაქში დაჭერილი უპატრონო ძაღლები ოზურგეთში გადაჰყავთ, რადგან მუნიციპალიტეტს ცხოველთა თავშესაფარი არ აქვს

უკვე წლებია, რაც ახალქალაქში უპატრონო და მაწანწალა ძაღლების საკითხი მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

25/08/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

უკვე წლებია, რაც ახალქალაქში უპატრონო და მაწანწალა ძაღლების საკითხი მოუგვარებელ პრობლემად რჩება. უსაფრთხოდ გადაადგილება ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც კი თითქმის შეუძლებელია, არის მოსახლეობის დაკბენის არაერთი შემთხვევაც.

სოფლებში მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავეა. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ძაღლები ძალიან აგრესიულები არიან, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით დახარჯული რესურსი შედეგს არ იძლევა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბოლო წლების საბიუჯეტო პროგრამებში, უპატრონო ცხოველების პრობლემის მოგვარების მიზნით,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებაა გათვალისწინებული.  2021 წლამდე აღნიშნული მომსახურებისთვის ბიუჯეტში ცალკე დაფინანსება არ იყო გამოყოფილი. მაგალითად, 2020 წელს, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო  ფონდიდან გამოიყო. წელს კი, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შედეგად, ძაღლების დაჭერისა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანისთვის 26 000 ლარი განისაზღვრა. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალქალაქში ცხოველთა თავშესაფარი არ არის. ამიტომ იქ დაჭერილი უპატრონო ცხოველები ოზურგეთის თავშესაფარში მიჰყავთ, სადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უნდა გაუწიონ. ამის შემდეგ, მიუსაფარ ცხოველებს ისევ ახალქალაქში აბრუნებენ. 

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტს მომსახურების მიმწოდებლებთან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რა ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. 

ცხრილი 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უპატრონო ცხოველების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, ლარი

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან, ცხოველთა დაჭერისა და თავშესაფარში გადაყვანის მიზნით, ჯამში 113 461 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. ეს თანხა უპატრონო ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მცირეა და რეალურად პრობლემა  არც გვარდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელშეკრულებო მომსახურების მიწოდება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, რადგან ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში ჩასვლა, ცხოველების გადმოყვანა და უკან, ბუნებრივ გარემოში დაბრუნება დიდ დროს მოითხოვს. მაგალითად, შპს „ვექტრამ“ ვალდებულებები საერთოდ ვერ შეასრულა, რის გამოც ახალქალაქის მერიამ მასთან დადებული კონტრაქტი შეწყვიტა.

ახალქალაქის ქუჩებში და სოფლების ტერიტორიებზე უპატრონო ცხოველების დიდი რაოდენობა იყრის თავს. მოქალაქეები მერიას ან სოფლის გამგებლებს კიდეც რომ დაუკავშირდნენ, უპატრონო და აგრესიული ცხოველების დასაჭერად დიდი ხნის განმავლობაში ადგილზე არავინ მიდის. მერია მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას თვითონ აწვდის. ის კი ადგილზე, მინიმუმ, ორი-სამი დღის შემდეგ ჩადის. თუმცა შეიძლება, ორი ან სამი ძაღლის დასაჭერად საერთოდაც არ ჩავიდეს, რადგან თავშესაფარში გადასაყვანად ძაღლების საკმაო რაოდენობა უნდა შეგროვდეს. სიტუაციიდან გამომდინარე, იზრდება მოქალაქეების აგრესია ცხოველების მიმართ. შეშინებული მოსახლეობა ცხოველისგან თავის დაცვას თვითონ ცდილობს  და ზოგჯერ მას ტკივილსაც აყენებს.

მოქალაქეების მხრიდან აგრესიას დაკბენის გახშირებული შემთხვევები უდევს საფუძვლად. კერძოდ: 2020 წელს  ახალქალაქში ოფიციალურად ძაღლისგან დაკბენის 72 შემთხვევა დარეგისტრირდა, ხოლო 2021 წლის მაისის მდგომარეობით - 22 შემთხვევა. 

მოქალაქეები „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ამბობენ, რომ ქუჩაში მარტო გადაადგილებისგან თავს იკავებენ, ურჩევნიათ, ჯგუფურად იარონ, თუმცა საფრთხისგან არც ეს იცავთ.

მიუხედავად ამისა, ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა, ამ მიმართულებით, მერიის მუშაობა  „ფაქტ-მეტრთან“ დადებითად შეაფასა. მან განაცხადა, რომ ყოველწლიურად 140-ზე მეტ ძაღლს იჭერენ და პრობლემას ასე აგვარებენ. მისივე თქმით, ახალქალაქში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა სოლიდურ თანხებს მოითხოვს, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ აქვს. როგორც მერის მოადგილემ განმარტა, უპატრონო ცხოველების გადასაყვანად ოზურგეთი იმიტომ შეირჩა, რომ ის ახალქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტია, სადაც თავშესაფარი არსებობს.

თეგები:
კანალიზაცია
ახალქალაქი
ცხოველთა თავშესაფარი
Ախալքալաքի
կացարան
շներ
ლიზა ტოროსიანი
ლიზა ტოროსიანი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა