18 აგვისტოს Facebook-ზე ონლაინ-მედია On.ge-ის სქრინი გავრცელდა. ფოტომასალაზე გამოსახულია ირაკლი ღარიბაშვილი და დატანილია შემდეგი აღწერა: „ავღანელებმა შეძლეს და დაიბრუნეს ქვეყანა. ხელშეწყობის წახალისების მიზნით ავღანეთში მიმოსვლა დასუბსიდირდება 50%-ით, ხოლო მიმოსვლა იქნება უვიზო” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა”. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა გააკეთა და საინფორმაციო სააგენტო On.ge-ის პორტალზე გამოქვეყნდა.
მოცემული სქრინებიდან ჩანს, რომ Facebook-მომხმარებელთა დიდი ნაწილი პოსტს აზიარებს, როგორც სიმართლეს. თუმცა, რეალურად, ფოტომასალა, რომელიც ონლაინ-მედია On.ge-ის ვიზუალის გამოყენებით ვრცელდება, სატირულ შინაარსს ატარებს და რეალობას არ შეესაბამება.
მოცემული ყალბი ციტატა ავღანეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხება. რეალურად, როგორც On.ge-ის Facebook-გვერდზე, ისე მთავრობის ოფიციალურ ვებვერდზე და სხვა ღია წყაროებში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება არ იძებნება. მოცემული ფოტომასალა და მასზე დატანილი ციტატა გამოგონილია.
-----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.