• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აზარტული თამაშების დაწესებულებები ვაქცინირებულებს სხვადასხვა  ბენეფიტებს სთავაზობენ

დეზინფორმაცია: აზარტული თამაშების დაწესებულებები ვაქცინირებულებს სხვადასხვა ბენეფიტებს სთავაზობენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: აზარტული თამაშების დაწესებულებები ვაქცინირებულებს სხვადასხვა  ბენეფიტებს სთავაზობენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროცესის შესახებ მორიგი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.  11 აგვისტოს, გვერდი „welcome to Georgia-ს” მიერ გაზიარებულ პოსტში, რომელსაც ამირან გამყრელიძის ფოტო ერთვის თან ნათქვამია, თითქოს, აზარტული თამაშების დაწესებულებები სექტემბრიდან ყოველ ვაქცინირებულ მოქალაქეს 500 „ფრისპინს“ და ტოტალიზატორის 10 უფასო ბილეთს შესთავაზებენ. „ბოროტება ყოველთვის ბოროტების მხარეს იბრძვის“, - ნათქვამია პოსტში, რომელსაც დღემდე 99 გაზიარება და 68 კომენტარი აქვს. 

 

„ფაქტ-მეტრმა“ პოსტში აზარტული თამაშების მომწყობი დაწესებულებების მხრიდან მსგავსი შემოთავაზებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა. საქართველოში დღეს მოქმედ არც ერთ ტოტალიზატორს განცხადება ვაქცინირებულთათვის მსგავსი სახის ბენეფიტების შეთავაზების შესახებ, არ გაუკეთებია. შესაბამისად, თავისთავად ყალბია ინფორმაცია, თითქოს ტოტალიზატორები სექტემბრიდან ყოველ ვაქცინირებულ ადამიანს 500 „ფრისპინს“ და ტოტალიზატორის 10 უფასო ბილეთს შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ პოსტი ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „ბოროტება ყოველთვის ბოროტების მხარეს იბრძვის“ ან ნახსენები მოსაზრებით,  თითქოს აღნიშნულით ჩვენი და ჩვენი შვილების დახოცვა სურთ,  ვაქცინაციის დისკრედიტაციის პროცესს ემსახურება. ვაქცინის დისკრედიტაცია და ვაქცინაციის პროცესის შესახებ დეზინფორმაციული მტკიცებების გავრცელება საქართველოში ინფექციის გავრცელების იმ ეტაპზე, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ინფიცირდება და ათეულობით ადამიანი იღუპება, ძალიან სახიფათოა.

___________________________

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აზარტული თამაშები
ვაქცინირებულები
ბენეფიტები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თვე მაჟორიტარი არ ჰყავდა, ახლაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად-ნახევარი, ოთხი წლიდან, მაჟორიტარის გარეშეა

    ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

    ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემ...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა