• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბილ გეიტსი ფეკალიებს სვამს

დეზინფორმაცია: ბილ გეიტსი ფეკალიებს სვამს

ვერდიქტი: მცდარი

11/08/2021
მცდარი
განცხადება არაზუსტია
Facebook Linkedin Twitter Print

1 აგვისტოს სოციალურ სივრცეში Facebook-მომხმარებლის Katya Sichinava-ს მიერ გამოქვეყნებული ბილ გეიტსის ფოტოპუბლიკაცია, აღწერით, თითქოს ის ფეკალიებს სვამს, არის მცდარი და არ შეესაბამება სიმართლეს.

სინამდვილეში, აღნიშნულ ფოტოზე ბილ გეიტსი ადამიანური ნარჩენების (ფეკალიების) გამოხდის შედეგად მიღებულ წყალს სვამს, რომელიც სპეციალური მოწყობილობის, ომნიპროცესორის მეშვეობით მიიღება. ომნიპროცესორის შესახებ ვიდეო ბილ გეიტსმა 2015 წელს, საკუთარ YouTube არხზე გამოაქვეყნა.

ომნიპროცესორი ინჟინერ პიტერ ჯანიცკის შემუშავებულია და ის ადამიანურ ნარჩენებს წყლად და ელექტრობად გარდაქმნის.

ჯანიცკის მიხედვით, ნარჩენები ჯერ დუღილის პროცესს გადის, რომლის დროსაც წყლის ორთქლი მყარი ნივთიერებებისაგან გამოიყოფა. შემდგომ, მყარი ნივთიერებები წვის პროცესს გადის და შედეგად ორთქლს გამოიმუშავებს, რომელიც სისტემის ძრავას ამოძრავებს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, საკმარისს სისტემის ძრავის მუშაობისა და ადგილობრივი საზოგადოებისათვის. რაც შეეხება სასმელ წყალს, ის გასუფთავების სისტემის გავლით მიიღება. აღნიშნულ მოწყობილობას შეუძლია გამოიმუშაოს სუფთა წყალი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისა და ქვეყნებისთვის, სადაც წყლის დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გაერო
თინა თოფურია
ტენდერები
ხატია სიჭინავა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის არჩეული მერების ბედს

    ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო

    არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე, რეზერვების მოცულობა მხოლოდ 570 მლნ დოლარით გაიზარდა

    1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა