• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ენტონი ფაუჩიმ აღიარა, რომ ვაქცინა ადამიანებს ვირუსისგან არ იცავს

დეზინფორმაცია: ენტონი ფაუჩიმ აღიარა, რომ ვაქცინა ადამიანებს ვირუსისგან არ იცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადების ყალბი ვერსია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ფაუჩი, თითქოს, ამბობს, რომ „ადამიანები იცრებოდნენ უაზროდ...[რადგან] არანაირ შედეგს ვაქცინა არ იძლევა!!!“. აღნიშნულის დასადასტურებლად Facebook-პოსტის ავტორებს ტელეკომპანია MSNBC-თვის მიცემული ინტერვიუ მოჰყავთ, რომელშიც ფაუჩი პირბადეების გამოყენების კუთხით CDC-ის განახლებულ გაიდლაინზე საუბრობს.   

 

დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცების საწინააღმდეგოდ, სინამდვილეში, აღნიშნულ ინტერვიუში ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც აშშ-ში დომინანტია, უფრო სწრაფად ვრცელდება, ხოლო ახალი მონაცემებით, სრულად ვაქცინირებული ადამიანები, დელტა ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის გამავრცელებლები ხდებიან. CDC-მა აღნიშნულ საკითხზე კვლევა 30 ივლისს გამოაქვეყნა. 

აქამდე მეცნიერებისთვის ცხადი არ იყო, ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსი საკმარისი ხარისხით არსებობდა, თუ - არა იმისათვის, რომ ის სხვასაც გადასდებოდა. 

ფაუჩის განცხადებით, დელტა ვირუსის შემთხვევაში, იმ ვაქცინირებული ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ვირუსით მაინც ინფიცირდებიან, ვირუსის დონე ხახის ცხვირის ნაწილში იმდენივეა, როგორიც ეს არავაქცინირებული ადამიანების შემთხვევაშია. ფაუჩის თქმით, სწორედ ამითაა გამოწვეული პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით CDC-ის გაიდლაინის განახლებაც, რომელიც  აშშ-ში ვირუსის მაღალი გავრცელების არეალში დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენებას გულისხმობს. 

ფაუჩი მუდმივად უსვამს ხაზს იმას, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტურია. CDC-ის მიხედვით, ვაქცინები ეფექტურია, რამდენადაც კორონავირუსით ვაქცინირებულ ადამიანთა მხოლოდ მცირე პროცენტული რაოდენობა ინფიცირდება. 

ამდენად, ცნობა, რომ ფაუჩი  ვაქცინებს არაეფექტურად მიიჩნევს, ყალბი ამბავია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ენტონი ფაუჩი
ალბერტ ბურლა
ჟურნალისტები
CDC
ტენდერები
თინა თოფურია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა

    2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფას...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები

    თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%... 2012 წელს 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის დონე, ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე

    2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%... 201...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა