• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ტელეკომპანია „ფორმულამ“ ლექსო ლაშქარავას ფოტოს „ფოტოშოპით“ დაზიანებები დაუმატა

დეზინფორმაცია: ტელეკომპანია „ფორმულამ“ ლექსო ლაშქარავას ფოტოს „ფოტოშოპით“ დაზიანებები დაუმატა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ტელეკომპანია „ფორმულამ“ ლექსო ლაშქარავას ფოტოს „ფოტოშოპით“ დაზიანებები დაუმატა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21 ივლისს, სხვადასხვა Facebook-გვერდმა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) გამოაქვეყნა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ორი ფოტოსურათი. მათი მტკიცებით, გამოქვეყნებული ფოტოსურათებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი ის, რომელზეც ლაშქარავას სახის მარჯვენა ნაწილზე სისხლის კვალი ეტყობა, ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაამონტაჟა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემ ლაშქარავას „დაზიანებები დაუმატა“. Facebook-გვერდებს არგუმენტად სხვა ფოტოსურათი მოჰყავს, რომელზეც ლაშქარავას სახის მარჯვენა ნაწილზე სისხლის კვალი არ აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია იმ Facebook-გვერდებმა კოორდინირებულად გამოაქვეყნეს, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ მასალებს კამპანიურად ავრცელებენ.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. 5 ივლისის მოვლენები და ლაშქარავას გარდაცვალება ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისის საფუძველი გახდა.

მოცემული ფოტოსურათები ლაშქარავაზე ფიზიკური ძალადობიდან მცირე დროის შემდეგაა გადაღებული, რისი თქმის საშუალებასაც შესაბამისი ვიდეომასალის არსებობა იძლევა. სხვადასხვა ვიდეომასალაში ჩანს, რომ ლაშქარავა ფიზიკური დაზიანებების მიღების შემდეგ იატაკზე ზის და დახმარების აღმოჩენას ელოდება, ხოლო მას თან წყლის ბოთლი და ნაჭერიც აქვს.


აღსანიშნავია, რომ ფოტოსურათი, რომელიც, Facebook-გვერდების მტკიცებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ „ფოტოშოპით დაამონტაჟა“ სხვადასხვა მედიამ, მათ შორის, უცხოურმა საშუალებებმაც გამოიყენეს.

„ფაქტ-მეტრმა“ მოიძია ვიდეომასალა, რომელშიც ცხადად ჩანს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფ ლექსო ლაშქარავას სახის მარჯვენა ნაწილში სისხლის კვალი ნამდვილად ჰქონდა.

ამასთან, არსებობს თავდასხმის შემდეგ ლაშქარავასთვის სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც „ტვ პირველის“ ოპერატორის სახის მარჯვენა ნაწილზე სისხლის კვალს ნათლად ასახავს (ბმული 1, ბმული 2).

აღნიშნული სურათები, რომელიც ტელეკომპანია „კავკასიას“ Facebook-გვერდზეა განთავსებული, 5 ივლისის 13:15 წუთით თარიღდება.

საყურადღებოა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულია როგორც ლაშქარავას ფოტოსურათი, რომელზეც მას სახის მარჯვენა ნაწილზე სისხლის კვალი აღენიშნება, ასევე ის ფოტოსურათიც, სადაც სისხლი არ ჩანს, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოსურათი არ დაუმუშავებია. მანიპულაციის სურვილის შემთხვევაში, ალოგიკურია, რომ ტელეკომპანიას აღნიშნული ფოტოსურათები დროის მოკლე მონაკვეთში გამოექვეყნებინა.

აღსანიშნავია, რომ ლაშქარავას ცემის შემდეგ გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალებში ორივე შემთხვევა ჩანს: სახის მარჯვენა ნაწილში როგორც სისხლის კვალის არსებობა, ასევე არარსებობა. ფიზიკური ძალადობის ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაწერილ ინტერვიუზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლაშქარავას სახის მარჯვენა ნაწილში ვიზუალური დაზიანება არ აღენიშნება. ამდენად, აღნიშნული შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ ლაშქარავას სახის მარჯვენა ნაწილზე სისხლი დასვრილი ნაჭრიდან ან ხელიდან გადავიდა. თუმცა, მტკიცება, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათი „დაამონტაჟა“ და ოპერატორს დაზიანებები ფოტოშოპით დაუმატა, ტყუილია, რაზეც არსებული ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები მეტყველებს.

----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დაზიანებები
ფორმულა
ლექსო ლაშქარავა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა