• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პორტუგალიაში COVID-19-ით გარდაცვლილი 17000 ადამიანიდან რეალურად ვირუსი მხოლოდ 0,9%-ს ჰქონდა

დეზინფორმაცია: პორტუგალიაში COVID-19-ით გარდაცვლილი 17000 ადამიანიდან რეალურად ვირუსი მხოლოდ 0,9%-ს ჰქონდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: პორტუგალიაში COVID-19-ით გარდაცვლილი 17000 ადამიანიდან რეალურად, ვირუსი მხოლოდ 0,9%-ს ჰქონდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე სოციალურ ქსელში მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის თანახმად, ლისაბონის სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის აპრილამდე, კორონავირუსით “დაღუპულთაგან”, სინამდვილეში, ვირუსი გარდაცვლილთა მხოლოდ 0,9%-ს ჰქონდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, პორტუგალიაში, რეალურად, არა – 17000, არამედ 152 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. პოსტში წარმოდგენილი მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

2021 წლის 19 მაისს ლისაბონის ადმინისტრაციულმა სასამართლომ წარადგინა ის ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობამ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა კითხვიდან გამომდინარე გამოითხოვა. ერთ-ერთი კითხვა აუტოფსიის შედეგად დადგენილ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას ეხებოდა. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლომ განაცხადა, რომ პორტუგალიის გარდაცვალების მოწმობათა საინფორმაციო სისტემის გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულმა ექიმებმა 152 გარდაცვალების შემთხვევა დაარეგისტრირეს, რომელთა მიზეზიც COVID-19 იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელ ექიმთა ექსკლუზიურ უფლებას არ წარმოადგენს. მეტიც, მათ მიერ გარდაცვლილთა მხოლოდ მცირე ნაწილია რეგისტრირებული.

როგორც პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ პორტუგალიურ ფაქტების გადამმოწმებელ პლატფორმა poligrafo.sapo.pt-სთან განმარტა, ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებული ექიმები იმაზე მეტი გარდაცვალების აღრიცხვაზე არიან პასუხისმგებელნი, ვიდრე იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული ექიმები. Poligrafo–ს თანახმად, გვამის აუტოფსიაში და გარდაცვალების დამოწმებაში იუსტიციის სამინისტრო იშვიათად, ძირითადად იმ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას, თუ არსებობს ეჭვი, რომ პირის გარდაცვალება კრიმინალურ ქმედებასთანაა დაკავშირებულ ან თუ გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველია. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 17000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პორტუგალია
გარდაცვლილები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა

    ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომე...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის № 6

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა