• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გიორგი თაბაგარის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი თაბაგარის ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გიორგი თაბაგარის ყალბი ციტატა ვრცელდება

2021 წლის 17 ივლისს, Facebook-მომხარებელმა გიორგი გულიკაშვილმა სოციალურ ქსელში, „თბილისი პრაიდის“ დირექტორის, გიორგი თაბაგარის ფოტო და ციტატა გაავრცელა. ფოტოს თანახმად, თაბაგარი ამბობს: „ჩვენი დროც მოვა და აქედანვე ვდებ პირობას „სტალინურ რეპრესიებს“ მოგანატრებთ, ლგბტ თემის წინააღმდეგ წასვლა ძვირად დაგიჯდებათ რუსეთის ინტერესების გამტარებლებო“. აღნიშნული ციტატა ყალბია და ის გიორგი თაბაგარს არ ეკუთვნის.

ღია წყაროებში, თაბაგარის მსგავსი ციტატა არ იძებნება. ციტატის ნამდვილობა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში უარყო თავად „თბილის პრაიდის“ დირექტორმა, გიორგი თაბაგარმაც. 

აღსანიშნავია, რომ თაბაგარის ყალბი ციტატა სოციალურ ქსელში ადრეც გავრცელებულა და მას სხვადასხვა Facebook-მომხმარებელი თუ გვერდი პერიოდულად თავიდან აზიარებს და აქვეყნებს. პოსტის ორიგინალი ვერსია 2019 წლის 7 ივნისს სტრიჟაკი ლია-მ გაავრცელა. 

კონკრეტული ამბავი ერთი თვის წინ, 2021 წლის 9 ივნისს Facebook-გვერდმა „სამყარო სამყარომაც“ გამოაქვეყნა, რომელიც ამჟამად წაშლილია.  გიორგი თაბაგარმა „მითების დეტექტორთან“ საუბარში, მაშინაც განაცხადა, რომ ციტატა მას არ ეკუთვნოდა: „ბევრმა ჩათვალა, რომ შეიძლებოდა მართლა მეთქვა ასეთი რამ და სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება... რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი არ მითქვამს. მთლიანად შეთხზული წინადადება არის. არც ერთ კონტექსტში, არც ერთ სივრცეში მსგავსი რამ არ მითქვამს”.  

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია და ის „თბილისი პრაიდის“ და „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, გიორგი თაბაგარისა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გიორგი თაბაგარი
იდენი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა