იტვირთება

2021 წლის 18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტან გომელაურის მოსმენა უნდა გამართულიყო, მედიისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნულ პროტესტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილთან დაკავშირებით ყალბი ამბავი გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია გაავრცელეს ისეთმა Facebook-გვერდებმაც (მაგ. „სირცხვილის კორიდორი“), რომლებიც ოპოზიციისა და მთავრობისადმი კრიტიკული ჯგუფების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიებში ხშირად მონაწილეობენ.

რეალურად, დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებისთვის უნდა ეპასუხა. სხდომის დროს ოპოზიციური პარტიების დეპუტატები ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა". პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.

აღნიშნულ პერფორმანსში მონაწილეობას იღებდა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნონა მამულაშვილიც, რომელიც საპარლამენტო დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოთი გადაადგილდებოდა. ნონა მამულაშვილის გადაადგილება სხდომათა დარბაზში შეგიძლია იხილოთ „მთავარი არხის“ სიუჟეტშიც 01:40 წუთიდან. დეპუტატს პროტესტის გამო მოგვიანებით, სხდომათა დარბაზიც დაატოვებინეს.

ამრიგად, სოციალურ ქსელში ნონა მამულაშვილთან დაკავშრებით გავრცელბული ინფორმაცია ყალბი ამბავია, რაც ოპოზიციისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3298 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი