• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ნორვეგიაში ბავშვებს უკვე ტურისტებსაც ართმევენ

დეზინფორმაცია: ნორვეგიაში ბავშვებს უკვე ტურისტებსაც ართმევენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

08/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ნორვეგიაში ბავშვებს უკვე ტურისტებსაც ართმევენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში 2014 წელს elasevenia.blogspot.com-ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „ნორვეგიაში ბავშვებს უკვე ტურისტებსაც ართმევენ“, აქტიურად ვრცელდება.  სტატია, სადაც მოცემულია მტკიცება, თითქოს ნორვეგიელი „დამქირავებელი“ მშობლები  15 ათას ევროს სანაცვლოდ  „განორვეგიელებულ“ ბავშვებს სამშობლოს ყოველგვარ მოგონებას უშლიან, Facebook-მომხმარებელი ელზა წიკლაურის მიერ ორ ჯგუფში „კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა“ და „ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი გია ყრუაშვილის მხარდამჭერებში“ გაზიარდა.  სტატიის თანახმად, ნორვეგიაში სააგენტო „ბარნევარნის“ უფლება აქვს, ბავშვი ნებისმიერ მშობელს, მათ შორის ტურისტებსაც, უმიზეზოდ წაართვან.    

სინამდვილეში, სტატიაში მოცემული ინფორმაცია დამახინჯებულია და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მანიპულაციურად ასახავს. რეალურად, სტატიაში ნორვეგიის ბავშვებზე ზრუნვის სერვისის (Barnevernet) საქმიანობაზეა საუბარი. ბარნევერნეტი (ნორვეგიულად სიტყვასიტყვით „ბავშვთა დაცვა“) ბავშვთა კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტოა და ფილიალი ყველა კომუნში აქვს. ნორვეგიის კანონმდებლობის თანახმად, ბარნევერნეტს შეუძლია იმოქმედოს, თუ ისინი ეჭვობენ, რომ ბავშვი იტანჯება. აღნიშნულ ქმედებაში ბავშვის სახლიდან გაყვანა და მინდობით აღზრდაში გადაცემა ან კეთილდღეობის დაწესებულებაში მოთავსება იგულისხმება. აღნიშნული საკითხი ქვეყანაში კონტრავერსიულია, რადგან მრავალი კრიტიკოსის აზრით, ბარნევერნეტი ძალიან მკაცრად უდგება აღნიშნულ საკითხს.   

ნორვეგიაში ბავშვების ოჯახისგან ჩამოშორებასთან დაკავშირებული დისკუსია 2008 წლის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ დაიწყო, ბავშვის წინააღმდეგ მამის მხრიდან ძალადობის საშინელი ინციდენტის შემდეგ, რამაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია. მას შემდეგ ბარნევერნეტის პოლიტიკა გაცილებით მკაცრი გახდა, როდესაც საქმე ბავშვის ოჯახიდან გაყვანას ეხება. ნორვეგიული მედიის მიერ გავრცელებული სტატისტიკიდან ჩანს, რომ მას შემდეგ - 2014 წლისთვის, ბავშვთა ოჯახთან დაშორების რიცხვი სამჯერ გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილად იქცევა ორგანიზაცია, დებატები დღესაც გრძელდება, როგორც ნორვეგიულ, ისე სხვა საერთაშორისო მედიაში. რაც შეეხება საიტზე წყაროდ მოყვანილ ჩეხურ სტატიას, სტატიაში საუბარია შემთხვევებზე, როცა ნორვეგიაში იმიგრირებულ რამდენიმე ოჯახს სხვადასხვა მიზეზის გამო (მათ შორის შვილის სექსუალურ შევიწროების ბრალის გამო) არასრულწლოვანი ბავშვები  ჩამოართვეს  და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. 

სტატიაში საერთოდ არაა ნახსენები რაიმე ინფორმაცია ან მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ორგანიზაცია ქვეყანაში მოგზაურ „ტურისტებს ბავშვებს ართმევს“. ამასთან ერთად,  აბსურდულია მტკიცება, თითქოს „დამქირავებელი“ მშობლები  15 ათას ევროს სანაცვლოდ სამშობლოს ყოველგვარ მოგონებას უშლიან „განორვეგიელებულ“ ბავშვებს“. 15 000 ევროს შესახებ მტკიცება ქართულმა გვერდმა, სავარაუდოდ, უშუალოდ ჩეხური სტატიიდან განსხვავებული ინტერპრეტაციით გადმოიღო. ორიგინალ წყაროში მხოლოდ ისაა ნახსენები, რომ ოჯახი მინდობით აღზრდაში გადაცემული ორი ბავშვის აყვანის შემთხვევაში, თვეში, ბავშვების აღზრდისთვის 15 000 ევროს ოდენობით დახმარებას იღებს. 

ბარნევერნეტის პოლიტიკას, რომელიც ბავშვთა საფრთხისგან დაცვისკენაა მიმართული, დღესაც ბევრი მოწინააღმდეგე და მომხრე ჰყავს. აღნიშნულის მიუხედავად, ორგანიზაციის დისკრედიტაციისთვის სტატიაში სრულიად აბსურდული და არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული მტკიცებებია მოყვანილი.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნორვეგია
ბავშვები
ტურისტები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა