• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აქვს სწრაფი ტესტის პასუხი ან არ არის აცრილი, 2000 ლარით აჯარიმებენ

დეზინფორმაცია: ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აქვს სწრაფი ტესტის პასუხი ან არ არის აცრილი, 2000 ლარით აჯარიმებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აქვს სწრაფი ტესტის პასუხი ან არ არის აცრილი, 2000 ლარით აჯარიმებენ 

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში „თავისუფალი არხი“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც მოქალაქე ეკა ჩადუნელი ყვება, რომ მისი მეუღლე ასტრაზენეკას ვაქცინამ დააზარალა. კერძოდ, მისი თქმით, „ვაქცინაციის შემდეგ მისმა მეუღლემ კლინიკური სიკვდილი განიცადა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და ამ ეტაპზე ძალიან მძიმედ არის“. მისი განცხადებით, მისი მეუღლე  ტაქსის მძღოლი იყო და იძულებული გახდა აცრილიყო, რადგან  „ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აქვს სწრაფი ტესტის პასუხი ან არ არის აცრილი, აჯარიმებენ 2000 ლარით“. 

მტკიცება, თითქოს პოლიცია 2000 ლარით აჯარიმებს ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აქვს სწრაფი ტესტის პასუხი ან არ არის აცრილი, არის მცდარი. 

COVID-19-ის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2021 წლის იანვრიდან ტაქსის მძღოლები, ორ კვირაში ერთხელ, სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარნენ. თუმცა, აღნიშნული კონკრეტულ სანქციებს არ ითვალისწინებს. „ფაქტ-მეტრს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლებს არ აქვთ PCR ტესტის პასუხი ან არ არიან ვაქცინირებულები, არ ჯარიმდებიან. 

დაავადებათა  კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) აცხადებენ, რომ რისკ-ჯგუფებს, მათ შორის ტაქსის მძღოლებს, უტარდებათ  PCR ტესტირება, თუმცა ჯარიმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი. ამასთან, ქვეყანაში არავაქცინირებულ პირებზე არანაირი სახის სანქცია არ მოქმედებს. 

„თავისუფალი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში არ სახელდება იმ პირის ვინაობა [სახელი და გვარი] ვის შესახებაც ეკა ჩადუნელი, როგორც ვაქცინისგან დაზარალებულ პირზე, საუბრობს. შესაბამისად, არის, თუ - არა აღნიშნული პირი ვაქცინირებული, ვაქცინაციის შემდგომ განიცადა, თუ - არა კლინიკური სიკვდილი ან/და აცრის შემდგომ ჯანმრთელობის რა გართულებები ჰქონდა, ვერ გადამოწმდა. აღნიშნული ინფორმაციის გასარკვევად ჩვენ დაავადებათა  კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით. მათი განმარტებით, მსგავსი შემთხვევის შესახებ, რაზეც ვიდეოში არის საუბარი, შეტყობინება მათთან არ შემოსულა. შეგახსენებთ, რომ ყველა კლინიკას, ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებულ გართულებებზე ინფორმაციის NCDC-ისთვის მიწოდების ვალდებულება აქვს. 

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. 

თეგები:
ტაქსი
ჟურნალისტები
ელექტროენერგია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა