• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ტესტის ჩხირების სტერილიზაციისთვის გამოყენებულ ეთილენის ოქსიდს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია

დეზინფორმაცია: ტესტის ჩხირების სტერილიზაციისთვის გამოყენებულ ეთილენის ოქსიდს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ტესტის ჩხირების სტერილიზაციისთვის გამოყენებულ ეთილენის ოქსიდს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია 

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ანტიგენის სწრაფი ტესტების შესახებ დეზინფორმაციულ მტკიცებებს ავრცელებს. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ჩხირები, რომელთაც ტესტებში იყენებენ, ეთილენის ოქსიდშია სტერილიზირებული, რაც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.  „მისი შეყნოსვა აზიანებს ადამიანის დეენემს, იწვევს ლიმფომას, ლეიკემიას, კატარაქტს, ნევროლოგიური ფუნქციის მოშლას, სასუნთქი გზების დაბლოკვას, კუჭნაწლავის დაზიანებას და ა.შ“, - აღნიშნულია პოსტში.  სავარაუდოდ, „ბოლო ჟამის ქრისტიანებმა“ დასახელებული დეზინფორმაცია  „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ მიერ  25 მარტს გაზიარებული იდენტური პოსტიდან აიღო. აღნიშნული ორი გვერდის გარდა, დეზინფორმაცია ჩხირებზე არსებული ეთილენის ოქსიდის შესახებ განსხვავებული სახით სხვა გვერდებმაც გაავრცელეს. გვერდი „სულიერი სამყაროს“ მიერ გავრცელებულ 2-წუთიან ვიდეოში, რომელსაც დღემდე 216 გაზიარება აქვს ჟღერდება მტკიცება, თითქოს ჩხირებზე დატანილი ეთილენის ოქსიდი სიმსივნესა და სხვა დაავადებებს იწვევს. იდენტური ვიდეოები გავრცელდა დავით გიორგობიანისა და Shorena Khvedelidze-ის პირად Facebook-პროფილებზეც.

სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ეთილენის ოქსიდით კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტების სტერილიზაცია ხდება, თუმცა დეზინფორმაციაა ის, თითქოს ამას რაიმე ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. ეთილენის ოქსიდი (C2H4O) აალებად, ტკბილი სუნის მქონე უფერო გაზს წარმოადგენს. ამასთან ერთად, ნივთიერება კლასიფიცირდება როგორც კარცეროგენი. აღნიშნულის მიუხედავად, ეთილენის ოქსიდი სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებაა. აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, სამედიცინო ინვენტარის 50% ეთილენის ოქსიდის გაზით სტერილიზდება.  სამედიცინო პროდუქტების სტერილიზაციის ძირითადი პროცესი შემდეგ რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს: კონდიცირება და დატენიანება, გაზის შეყვანა, ექსპოზიცია, ევაკუაცია და ჰაერის გამოდევნა. ამის შემდეგ გამოიყოფა დრო აერაციისთვის, რათა სამედიცინო მოწყობილობები კიდევ უფრო გათავისუფლდეს ნარჩენი ეთილენის ოქსიდისგან.  2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ ბამბის ტამპონებზე, რომლებიც დნმ-ის ნიმუშების შესაგროვებლად გამოიყენებოდა, აჩვენა, რომ ბამბის ეთილენის ოქსიდით სტერილიზაციიდან სამი კვირის შემდეგ, მათში ქიმიური ნივთიერების ნარჩენები გაზომვადი დონის ქვემოთ იყო.  

კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის გამოყენებულ ჩხირებზე არსებული ეთილენის ოქსიდის ეფექტების შესახებ როიტერსი ბრიტანეთის „ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის სააგენტოს“ დაუკავშირდა, რომელთაც განაცხადეს, რომ ტესტები მკაცრადაა შემოწმებული და მათი გამოყენება უსაფრთხოა. „ეთილენის ოქსიდი მხოლოდ ჩხირის თავზე მოთავსებული ბამბის  სტერილიზაციის დროს გამოიყენება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სტერილიზაციის საშუალება ჯანდაცვის ინდუსტრიაში, რომელსაც მწარმოებლები სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხოებისთვის იყენებენ“.

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეთილენის ოქსიდი კარცეროგენთა რიგს განეკუთვნება, ის ფართოდ გამოიყენება სამედიცინო აპარატების სტერილიზაციისთვის, ხოლო სტერილიზაციის პროცესი მკაცრად კონტროლდება, რათა ქიმიური ნივთიერების ნარჩენები იყოს უმნიშვნელო და უზრუნველყოს სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენება. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ 2-წუთიან ვიდეოში ასევე გაჟღერებულია მტკიცება, თითქოს ტესტირების დროს ჩხირები ადამიანის ტვინამდე აღწევს. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია. PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან მასალის აღება COVID-19-ის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ხდება, როგორც სხვა ვირუსების დიაგნოსტირებისას. ჩხირი, რომელიც ზედა სასუნთქი გზებიდან მასალის ასაღებად გამოიყენება, სრულიად უსაფრთხოა და ის ტვინამდე ფიზიკურად ვერ აღწევს. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ეთილენის ოქსიდი
ჩხირები
სტერილიზაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა