იტვირთება

სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 25 ივნისს Facebook-მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის გაყალბებული ციტატა გაავრცელა. ციტატის თანახმად, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თითქოს განაცხადა, რომ „როცა ცხვრები დაეწაფება სავალდებულო ვაქცინას აქ თამაში დასრულებულია, ისინი გადაგვიხდიან გაჟლეტვის მომსახურებისთვის“.

სინამდვილეში, ჰენრი კისინჯერს მსგავსი სიტყვები არასდროს უთქვამს. აღნიშნული დეზინფორმაცია პირველად 2019 წელს უცხოურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რაზეც ფაქტების გადამოწმების არაერთი პლატფორმა წერდა (Reuters, Politifact, Pesacheck). Facebook-მომხმარებლები ჰენრი კისინჯერის ფოტოსთან ერთად აღნიშნულ ტექსტს ავრცელებდნენ, რომელიც თითქოს 2009 წლის 25 თებერვალს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (გაერო) ევგენიკების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:

აღნიშნული ციტატა, რომელსაც კისინჯერს მიაწერენ არცერთ ღია წყაროში არ იძებნება. კისინჯერის წარმომადგენელმა Reuters-თან დაადასტურა, რომ ციტატა „სრული ფაბრიკაციაა“. მეტიც, გაერო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა Reuters-თან აღნიშნა, რომ ევგენიკების საბჭო გაეროში საერთოდ არ არსებობს.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ციტატა, თითქოს კისინჯერმა განაცხადა, რომ „როცა ცხვრები დაეწაფება სავალდებულო ვაქცინას აქ თამაში დასრულებულია, ისინი გადაგვიხდიან გაჟლეტვის მომსახურებისთვის“ ყალბია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი