• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვაქცინირებულ ადამიანზე მეტალის დეტექტორი რეაგირებს

დეზინფორმაცია: ვაქცინირებულ ადამიანზე მეტალის დეტექტორი რეაგირებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/06/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ვაქცინირებულ ადამიანზე მეტალის დეტექტორი რეაგირებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 16 ივნისს, Facebook-გვერდმა სამყარო სამყარო იტალიურენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ვაქცინები მეტალებს შეიცავს. ვიდეოში ქალი თავს აეროპორტის დაცვად წარმოადგენს და აცხადებს, რომ გუშინ - ორი დღის აცრილმა გოგონამ, უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა, რადგან ლითონის დეტექტორმა მის კანთან მიახლოებისას „ყვირილი“ დაიწყო. ამის შემდგომ, დაცვის თანამშრომელი ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, ყვითელჟილეტიან ქალს და მამაკაცს ეძახის, რომელთა შორისაც, მისი თქმით, მამაკაცს ვაქცინაცია ჩატარებული აქვს, ქალს კი - არა. ექსპერიმენტის შედეგად, ქალის ხელთან მიახლოებისას ლითონის დეტექტორი ხმას არ გამოსცემდა, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში „ყვიროდა“. რეალურად, ვიდეო შეცდომაში შემყვანია და სიმართლეს არ შეესაბამება. 

სინამდვილეში, უცნობია, ვიდეოში წარმოდგენილი ქალი და მამაკაცი ნამდვილად ვაქცინირებულნი არიან, თუ - არა. ვიდეო იმის დასადგენადაც არასაკმარისია, ლითონის დეტექტორი სწორად არის გამოყენებული თუ - არა. 

რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მეტალებს არ შეიცავს. შესაბამისად, შეუძლებელია, ვაქცინირებული ადამიანი ლითონის დეტექტორზე შემოწმებისას რეაგირებდეს და ხმას გამოსცემდეს. 

მეტალი, რომელიც კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში შედის არის ალუმინი, უფრო სწორედ კი, მისი მარილები. ალუმინის მარილები ადიუვანტების [1] სახით გამოიყენება (ნივთიერებების, რომელიც ადამიანის იმუნურ რეაქციას აძლიერებს). აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ალუმინის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ვაქცინების დოზების ზრდა გახდებოდა საჭირო. ვაქცინა ალუმინის უსაფრთხო დოზას შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ალუმინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა პლანეტაზე. ის გვხვდება საკვებში, წყალში და ჰაერში. მაგალითად, ჩვილი პირველი 6 თვის განმავლობაში დედის რძესთან ერთად 7 მილიგრამამდე ალუმინს იღებს. ამავე პერიოდში, ჩვილის მიერ მიღებულ ვაქცინებში ალუმინის რაოდენობა 4,4 მილიგრამია. ვაქცინების უსაფრთხოების გლობალურ საკონსულტაციო კომიტეტმა გამოიტანა დასკვნა, რომ ალუმინის ადიუვანტები ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჯანმოს სპეციალურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ალუმინის მარილების ვაქცინებიდან ამოღების აუცილებლობა არ არსებობს.

აშშ-ში მოხმარებისათვის დაშვებული COVID-19 ვაქცინების, როგორებიცაა: - Pfizer, Moderna და Johnson & Johnson, ინგრედიენტების სიაში ალუმინს, როგორც ვაქცინის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს, არ ფიგურირებს. ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემადგენლობაში ალუმინი ან/და ვერცხლისწყალი/მერკური არ შედის. ალუმინს არ შეიცავს არც AstraZeneca/Oxford ვაქცინები.

ალუმინის ჰიდროქსიდს (ალუმინის მარილს) ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac და Sinopharm-ის ვაქცინა შეიცავს. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ვაქცინაში ალუმინის შემცველობა ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არაა.

კიდევ ერთი ნივთიერება, რომელსაც ზოგიერთი ვაქცინა შეიცავს - ტიომერსალია. ტიომერსალი ვერცხლისწყლის/მერკურის ბაზაზე განვითარებული კონსერვანტია, ის ორგანიზმიდან სწრაფად გამოიდევნება. არსებობს ორი ტიპის ვერცხლისწყალი/მერკური, რომელთა ზემოქმედებასაც ადამიანი ექვემდებარება - მეთილ-მერკური და ეთილ-მერკური. მეთილ-მერკური ტოქსიკური და საშიში ნივთიერება არის და ის ვაქცინებში არ გამოიყენება. ვაქცინებში ეთილ-მერკური გამოიყენება, რომელიც ორგანიზმში არ გროვდება და ჯანმრთელობისათვის მავნებელი არაა. Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინები ტიომერსალს არ შეიცავს.

ამრიგად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მეტალებს შეიცავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] ადიუვანტი – ნივთიერებაა, რომელიც ზრდის ანტიგენის იმუნოგენობას, აძლიერებს ან ახანგრძლივებს სამკურნალო საშუალებების მოქმედებას; ზოგიერთი ადიუვანტი გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად (ალუმინის ოქსიდის ჰიდრატი და ადრენომიმეტური საშუალებები და სხვა)

თეგები:
ჟურნალისტები
მეტალის დეტექტორი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა