• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოფელ ტალავერში წყალი ხან მოდის, ხან - არა

სოფელ ტალავერში წყალი ხან მოდის, ხან - არა

წლებია ტალავერის მოსახლეობას სასმელი და სამეურნეო წყლის პრობლემა აწუხებს

24/06/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ფახრალო (ტალავერი) ბოლნისის რაიონში ერთ-ერთი დიდი სოფელია, სადაც, 2014 წლის მონაცემებით, 6 900 მკვიდრია. უკვე წლებია, რაც ამ სოფლის მოსახლეობას სასმელი და სამეურნეო წყლის პრობლემა აწუხებს. 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილი EMC), საველე ვიზიტით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელი გამოიკვლია, მათ შორის - სოფელი ტალავერი. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სარწყავ და სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვს.  

2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემა ადგილზე შეისწავლეს და მოსახლეობას მის მოგვარებას დაჰპირდნენ. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. 

რაც შეეხება სასმელი წყლით უზრუნველყოფას, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ბოლნისის მერიამ სოფელ ტალავერში წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოებისთვის შარშან, 2020 წლის 7 თებერვალს, 538 000-ლარიანი ტენდერი (NAT200003243) გამოაცხადა.  მუნიციპალიტეტმა 2020 წლის 24 აპრილს შპს "უნივერსალ სერვისთან"  469 997 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელ კომპანიას სამუშაოები 120 კალენდარულ დღეში, 21 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა.  

ხელშეკრულების პირველივე ცვლილებაში სამუშაოების შესრულების კალენდარული ვადა 19 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მეორე ცვლილებით კი სამუშაოების ღირებულება 14 273 ლარით გაიზარდა. საბოლოო ცვლილების შედეგად, ხელშეკრულების თანხამ 484 270,61 ლარი შეადგინა. 2020 წლის ბოლოს  მოსახლეობას სასმელი წყლი მიეწოდა, თუმცა უკვე 2021 წლის პირველი კვარტლიდან შეფერხებები დაიწყო.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ შესაბამის უწყებას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. შეფერხებები კი გაგრძელდა და მიმდინარე წლის გაზაფხულის მეორე ნახევრიდან  მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი თითქმის აღარ მიეწოდება, ნაწილს - მხოლოდ დღის პირველ ნახევარში. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარია  რადიო მარნეულის მიერ მომზადებულ სიუჟეტშიც.

„მოსახლეობას წყალი არ აქვს, წყალი არ მოდის. წყალი იმიტომ არ არის, რომ წყლის ტუმბო დამწვარია, ტროსი გაწყვეტილი და ტუმბოც ძირს გდია, მილიც დაზიანებულია“ - ამბობს მამედ ბუდაგოვი, სოფლის მცხოვრები. 

ამ ეტაპზე პრობლემა კვლავ აქტუალურია. ორი კვირაა, რაც მოსახლეობას სასმელი წყალი თითქმის არ მიეწოდება. ადამიანებს წყლის მოსატანად საკმაო მანძილის გავლა უწევთ და ჭურჭლის ასავსებადაც დიდ დროს ხარჯავენ. აქედან გამომდინარე,  მოსახლეობამ ის სიკეთე ვერ მიიღო, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯა.

წყლის პრობლემასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ პრობლემაზე პასუხისმგებელი პირს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, უწყლობა უახლოეს დროში მოგვარდება, რადგან კონტრაქტორი კომპანიის ჩატარებულ სამუშაოებზე არსებული საგარანტიო ვადა ჯერ ამოწურული არ არის.

„წინა კვირის ბოლოს იყო შემოსული სოფლის რწმუნებული, ჭაბურღილში წყლის მიწოდება ვერ ხორციელდება. ამოღება სცადეს. შედეგად  ტროსის ჩაწყვეტა მოხდა. მშენებელი კომპანია იყო დაბარებული, შეისწავლეს მდგომარეობა. ვარაუდია, რომ ჭაბურღილის მილი არის დაზიანებული. მიზეზი კი ერთი კვირის წინ მომხდარი მიწისძვრაა.  მშენებელი კომპანიის მხრიდან მიმდინარეობს პრობლემის შესწავლა”, - აცხადებს კონსტანტინე კორძაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი.

თეგები:
ბოლნისი
ფახრალო
წყლის პრობლემა
შუქური ალიევი
შუქური ალიევი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა