იტვირთება

სოციალურ ქსელში „ბრიტანეთის ავიახაზების“ 4 პილოტის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 21 ივნისს Facebook-ანგარიშებმა - „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ და „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ - გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს „ბრიტანეთის ავიახაზების 4 პილოტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ იმსხვერპლა.

სინამდვილეში, აღნიშნული ამბავი ყალბია. პილოტების გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება. დეზინფორმაცია პილოტების გარდაცვალების შესახებ უცხოურ მედიაში მალევე გავრცელდა, რის შესახებ ფაქტების გადამოწმების არაერთი პლატფორმა წერდა (Fullfact, Reuters, Usatoday).

„ბრიტანულმა ავიახაზებმა“ 17 ივნისს Tweeter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, ავიახაზების 4 პილოტი ნამდვილად გარდაიცვალა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული სპეკულაციები, თითქოს მათი გარდაცვალებები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ტყუილია.

„ბრიტანული ავიახაზების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ პილოტები აცრილი ნამდვილად იყვნენ, თუმცა არცერთი მათგანის გარდაცვალება ვაქცინასთან კავშირში არ ყოფილა.

ბრიტანეთის მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) Fullfact-ს დაუდასტურა, რომ პილოტების ვაქცინით გარდაცვალების შესახებ მათ სააგენტოში არანაირი ინფორმაცია არ შესულა და ისინი ვაქცინის მიღების შემდეგ ფრენისგან თავის შეკავების რეკომენდაციას არ გასცემენ.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია „ბრიტანეთის ავიახაზების“ 4 პილოტის გარდაცვალებისა და ვაქცინის კავშირის შესახებ ყალბია. წყარო, რომელსაც Facebook-ანგარიშები პოსტის კომენტარებში უთითებენ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციების გამავრცელებელი ერთ-ერთი ვებგვერდია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი