იტვირთება

თინა თოფურია ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგებს მიოკარდიტის შემთხვევების შესახებ, არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებს

ვერდიქტი: მანიპულირება

თინა თოფურია 8 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის მიოკარდიტებსა და ვაქცინას შორის კავშირის კვლევაზე არასრულ ინფორმაციას ავრცელებს. თინა თოფურიას პოსტის თანახმად, ისრაელი იძულებულია ვაქცინასა და მიოკარდიტებს შორის კავშირი დაადასტუროს. „ისრაელის მთავრობა იძულებულია აღიაროს რომ ვაქცინაციის შედეგად მართლაც ვითარდება მიოკარდიტები. უფრო ხშირად მამაკაცებში, განსაკუთრებით 18 - 35 წლის“, - აღნიშნულია პოსტში.

რეალურად, ჯერ ისრაელის კვლევა პირდაპირი კავშირის არსებობას მიოკარდიტების შემთხვევებსა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის არ ადასტურებს. ისრაელის მიერ 1 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, არსებობს შესაძლო კავშირები ვაქცინის მეორე დოზასა და 30 წლის ასაკის ქვემოთ მამაკაცებში მიოკარდიტის შემთხვევებს შორის. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიოკარდიტების შემთხვევის ძირითადი ნაწილი 30 წელს ქვემოთ ასაკის მამაკაც პაციენტებში, ძირითადად 16-19 ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა. შემთხვევების 95% მსუბუქ შემთხვევებად კლასიფიცირდა, რის გამოც პაციენტებს ჰოსპიტალში დაყოვნება მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მოუხდათ.

უშუალოდ Pfizer-ის განცხადებით, კომპანია ინფორმირებულია ისრაელის დაკვირვების შესახებ, თუმცა მიოკარდიტის შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის შესაძლო კავშირების არსებობას თავად არ ადასტურებს.

11 ივნისის უახლესი მონაცემებით, ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA-ს), ამ ეტაპზე, მიოკარდიტებისა და პერიკარდიტების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის კავშირს კვლავ ეძებს. მოკვლევა იმის შესახებ, უკავშირდება, თუ - არა აღნიშნული ვაქცინაციას, ჯერ არ დასრულებულა.

----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3184 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი