• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როცა მარაგი მოულოდნელად ამოიწურა - სამედიცინო ხელთათმანები კონსოლიდირებული და გამარტივებული შესყიდვებით

როცა მარაგი მოულოდნელად ამოიწურა - სამედიცინო ხელთათმანები კონსოლიდირებული და გამარტივებული შესყიდვებით

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, სამედიცინო ხელთათამანები პირდაპირი წესით შეისყიდოს.

23/06/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, სამედიცინო ხელთათამანები პირდაპირი წესით შეისყიდოს. მიმდინარე წლის 31 მაისს სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ცხვრაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორს მიმართა წერილით, რომელშიც ის შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ასაბუთებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით ოფიციალურად დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამო, აგრეთვე „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართვლოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების შესაბამისად, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჭიროა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომუშავე თანამშრომლებისთვის არასტერილური ლატექსის ხელთათმანების შესყიდვა.

წერილიდან ვიგებთ, რომ კონსოლიდირებულ ტენდერში (CON210000069) გამარჯვებული კომპანია შპს „ემ აი დის"  საქონლის მიწოდების ვადად 2021 წლის 13 მაისიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღე განესაზღვრა. თუმცა, როცა ხელთათმანების ვადაზე ადრე მიწოდების  საკითხი დადგა, მან შემსყიდველს შეატყობინა, რომ შესყიდვის ობიექტს სახელშეკრულებო ვადაზე ადრე ვერ მიაწოდებდა. 

შემსყიდველი აღნიშნავს, რომ სამსახურის საწყობში არასტერილური ლატექსის ხელთათმანების მარაგი ამოიწურა, ხოლო ახლის მიწოდება 7-8 კვირაზე ადრე ვერ მოხერხდება, რაც საფრთხეს შეუქმნის სამსახურის თანამშრომელთა, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სწორედ ამ მიზეზით ითხოვა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორისგან, რომ გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობა მიეცა.

საუბარია 44 800 ლარის ღირებულების 30 000 წყვილი M ზომისა და 50 000 წყვილი L ზომის  ხელთათმანის შესყიდვაზე, რაზეც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელისგან თანხმობა მიიღო, ვინაიდან კონსოლიდირებულ ტენდერში (CON210000268) გამარჯვებული ამ ეტაპზე საქონლის ვადაზე ადრე მიწოდებას ვერ ახორციელებს. კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია გადაუდებელი ვითარება, პენიტენციური სამსახური პასუხობს, რომ მისთვის კომპანიის მიერ საქონლის მიწოდების ვადა 28 მაისს, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გახდა ცნობილი. 

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება კი 185 385 ლარს შეადგენს. ამ ფასად უწყებამ 130 350 M ზომისა და 146 150 L ზომის ხელთათმანი შეისყიდა. შპს „ემ აი დი“ ვალდებულია, რომ შემსყიდველს საქონელი 2021 წლის 30 სექტემბრამდე ჩათვლით პერიოდში მიაწოდოს. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიმწოდებელს, ავანსის სახით, 111 231 ლარი უკვე გადაუხადა.  

მიმდინარე წლის 3 ივნისს უწყებამ შპს „დენსტალ დენტთან“ 44 800-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. შესყიდვა გამარტივებული წესით (CMR210074127) განხორციელდა და ხარჯი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 4 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა  მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, შპს „დენტსტალ დენტმა“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 30 000 წყვილი M ზომისა და 50 000 L ზომის ლატექსის არასტერილური სამედიცინო ხელთათმანი უკვე მაიწოდა.

თეგები:
სამედიცინო ხელთათმანები
მარაგი
იუსტიციის სამინისტრო
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა