იტვირთება

სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 22 ივნისს სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის, გაყალბებული ციტატის შემცველი სქრინები გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2). გავრცელებული სქრინების თანახმად, იმნაძე თითქოს აცხადებს, რომ „პირბადეების მოხსნის გადაწყვეტილება განაპირობა ახალმა კვლევებმა, რომლის თანახმადაც პირბადეებში ჩამძვრალი ვირუსი ვერსად მიდის და მეტია დაინფიცირების შანსი“:

სინამდვილეში მსგავსი განცხადება არც პაატა იმნაძეს გაუკეთებია და არც საინფორმაციო სააგენტო On.ge-ის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება. On.ge-მ მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Facebook-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავენ, რომ იმნაძის სქრინი ყალბია, ხოლო ვიზუალური მახასიათებლები, კერძოდ, ლოგო, შრიფტი და კატეგორიები მათ ვიზუალს მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული.

აღნიშნული ციტატის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ NCDC-საც დაუკავშირდა. ცენტრმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 2021 წლის 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, პირბადის ტარება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში, კვლავ სავალდებულო იქნება.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი