• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
თინა თოფურია ორსულების ვაქცინაციის კვლევის შედეგებს მანიპულაციურად ავრცელებს

თინა თოფურია ორსულების ვაქცინაციის კვლევის შედეგებს მანიპულაციურად ავრცელებს

ვერდიქტი: მანიპულაცია

28/05/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

თინა თოფურია ორსულების ვაქცინაციის კვლევის შედეგებს მანიპულაციურად ავრცელებს

ვერდიქტი: მანიპულაცია

ჰომეოპათი თინა თოფურია სოციალურ ქსელში ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს. 12 მაისს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ორსულებზე ვაქცინის გამოცდის შედეგად, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, ორსულთა 13,9%-ში ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია pharmacytimes.com-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევას ეფუძნება, რომელიც პოსტშიც არის თანდართული. თინა თოფურიას აცხადებს, რომ სწორედ ამ კვლევის საფუძველზე მიეცა რეკომენდაცია ორსულების აცრას. თინა თოფურია ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ორსულებში ვაქცინის გამოყენებაზე გაცემულ რეკომენდაციას ეჭვქვეშ აყენებს.

2021 წლის 28 აპრილს pharmacytimes.com-მა წინასწარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ორსულებში Pfizer-BioNTech-ითა და Moderna-თი ვაქცინაციის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ გამოვლენილა. ი-რნმ ვაქცინების ორსულებში მოქმედების ეფექტურობის შესაფასებლად 2020 წლის 14 დეკემბრიდან - 2021 წლის 28 თებერვლის შუალედში არსებული მონაცემები ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, VAERS-იდან და ვაქცინაციის შემდგომი სამონიტორინგო სისტემიდან V-safe-დან იქნა შეგროვებული. კვლევაში მონაწილე ორსულ ქალებს ინექციის ადგილას შედარებით უფრო მეტი ტკივილი აღენიშნებოდათ, ვიდრე არაორსულ ქალებს. თუმცა თავისა და კუნთების ტკივილი და სიცხის შემთხვევები ორსულ ქალებში შედარებით ნაკლები იყო. კვლევის თანახმად, 827 ვაქცინირებული ორსული ქალიდან 13.9%-ის შემთხვევაში ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა, 86.1%-ის შემთხვევაში კი ცოცხალი ნაყოფის გაჩენით. ახალშობილთა 9.4%-ის შემთხვევაში ნაყოფი ნაადრევად დაიბადა, 3,2%-ს კი მცირე ზომა ჰქონდა. თუმცა კვლევის ორიგინალ ვერსიაში აღნიშნულია, რომ მუცლის მოშლის ეს მაჩვენებელი არ განსხვავდება აუცრელ ქალებში მუცლის მოშლის ამავე მაჩვენებლისგან.

12 მაისს თინა თოფურიას პოსტს სოციალურ ქსელში მეან-გინეკოლოგი პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყოველგვარი აცრების გარეშე, სრულიად ჩვეულებრივ პირობებში, მუცლის მოშლამ 25 %-ს შეიძლება მიაღწიოს საერთო პოპულაციაში. ეს სრულიად ნორმალური ფენომენია“. ბოჭორიშვილის თქმით, „ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო აცრები გამართლებული და საჭიროა“, მათ შორის რნმ ვაქცინებით (შესაბამისად,ფაიზერითა და მოდერნას ვაქცინებით).

შესაბამისად, ორსულებში ი-რნმ-ის ვაქცინებით ჩატარებული კვლევის შედეგებს თინა თოფურია მანიპულაციურად იყენებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ორსულებში ვაქცინაციაზე გაცემული რეკომენდაციების ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ალბერტ ბურლა
კოვიდსტატისტიკა
ორსულები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა