• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
NASA-ს ასტრონომებს ღვთის სასუფეველი არ აღმოუჩენიათ

NASA-ს ასტრონომებს ღვთის სასუფეველი არ აღმოუჩენიათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

NASA-ს ასტრონომებს ღვთის სასუფეველი არ აღმოუჩენიათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვებგვერდები - sport365.ge და over.ge - სოციალურ ქსელში იდენტური შინაარსის სტატიას ავრცელებენ, სათაურით, „NASA-ს ასტრონომებმა ღვთის სასუფეველი აღმოაჩინეს - ნახეთ, სად ხვდებიან ადამიანები გარდაცვალების შემდეგ“.

 

ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები ე.წ. „ქლიქბეით“ საიტები არიან, რომლებიც სენსაციური და ყვითელი სათაურებით მკითხველის ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად. მოცემული სტატიის მსგავსი სათაურით გამოქვეყნებასაც ანალოგიური მიზანი აქვს, რომელიც უცხოურ მედიაში 2009 წლიდან ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5).

Sport365.ge-ისა და Over.ge-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ 1994 წელს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა „კოსმოსში მოცურავე გიგანტური, განსაზღვრულად ხელოვნური წარმომავლობის ობიექტი“ გადაიღო, რასაც NASA-ს თანამშრომლებმა ღვთის სასუფეველი უწოდეს. მართალია, აშშ-ის ხელისუფლებამ ბილ კლინტონისა და ვიცეპრეზიდენტ, ალბერტ გორის, გადაწყვეტილებით, ამ ამბის გასაიდუმლოება სცადა, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა - სანამ „საინტერესო სურათს“ სერვერებიდან წაშლიდნენ, რამდენიმე ასტრონომიულმა ლაბორატორიამ ასლის გადაღება მოასწრო. 

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ობიექტის წარმოშობის შესახებ თეორიების ნაკლებობა ნამდვილად არაა. ორი ყველაზე ცნობილი თეორიის თანახმად, აღმოჩენილი ობიექტი ან ნამდვილად ღვთის სასუფეველია, სადაც გარდაცვლილთა სულები მიდიან, ან უცხო ცივილიზაციების მიერ შექმნილი ხელოვნური ობიექტია. როგორც მოცემული წყარო ირწმუნება, NASA კვლევას აგრძელებს, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

სინამდვილეში, აღნიშნული ისტორია პირველად ამერიკულმა გამოცემა Weekly World News-მა 1994 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. თუმცა საქმე იმაშია, რომ Weekly World News მეტწილად გამოგონილი და სატირული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს, რომელიც ზებუნებრივ და პარანორმალურ მოვლენებს ეხება. ამავე ჟანრში გამოქვეყნდა 1994 წელს ბონ კინტონის სტატია, სათაურით „Heaven Photographed by Hubble Telescope“. ფოტო გამოცემის არქივიდან:

 ,

გაზეთის ოფიციალური ვებგვერდის შემოწმებისას, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გამოცემა გამოგონილ ამბებს აქვეყნებს. მაგალითად, 2021 წლის სტატიებში შეხვდებით ცნობას იმის შესახებ, არის, თუ - არა თქვენი მეუღლე უცხოპლანეტელი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ უცხოპლანეტელებმა არ გაგვიტაცონ, რატომ გასუქდნენ უცხოპლანეტელები და ა.შ.

 

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს NASA-ს ასტრონომებმა 1994 წელს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ღვთის სასუფეველი აღმოაჩინეს, გამოგონილი ამბავია. ინფორმაციის პირველწყარო სატირული გამოცემაა, თუმცა ქართული ქლიქბეით საიტები მკითხველს ამ ინფორმაციას არ აცნობენ. 

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნასა
ასტრონავტები
ღვთის სასუფეველი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა

    ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომე...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის № 6

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა