• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კენედი უმცროსმა გეიტსსა და ფაუჩის სასამართლოში მოუგო და ვაქცინაცია აღარ არის სავალდებულო

დეზინფორმაცია: კენედი უმცროსმა გეიტსსა და ფაუჩის სასამართლოში მოუგო და ვაქცინაცია აღარ არის სავალდებულო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: კენედი უმცროსმა გეიტსსა და ფაუჩის სასამართლოში მოუგო და ვაქცინაცია აღარ არის სავალდებულო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელმა Revaz Tordia-მ სოციალურ ქსელში ყალბი მტკიცება გაავრცელა, თითქოს კენედი უმცროსმა გეიტსსა და ფაუჩის სასამართლო პროცესი მოუგო, რის შემდეგაც ვაქცინაცია სავალდებულო აღარ არის. მის პოსტს ათასზე მეტი ნახვა აქვს.

პოსტში ნახსენები რობერტ კენედი უმცროსი (აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმისშვილი) ამერიკელი ანტივაქსერი ადვოკატია, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. რობერტ კენედი ანტივაქსერული ადვოკატირების ჯგუფის თავმჯდომარეა. 

რობერტ კენედი უმცროსმა ფაუჩი რამდენჯერმე დაადანაშაულა, კოვიდვაქცინების მწარმოებლებისთვის ვაქცინის კვლევის პროცესში ცხოველებზე გამოცდის ფაზის გამოტოვებასა და ცდების პირდაპირ ადამიანებზე ჩატარების უფლების მიცემაში, თუმცა მას ბილ გეიტსისა და ენტონი ფაუჩის წინააღმდეგ ვაქცინებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ დაუწყია. 

სასამართლო პროცესი, რომელიც რობერტ კენედი უმცროსის სახელთანაა დაკავშირებული, აშშ-ის ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტის (HHS) წინააღმდეგ ანტივაქსერული ორგანიზაცია ICAN-ის (Informed Consent Action Network) სახელით შეტანილ საჩივართან დაკავშირებით გაიმართა. რობერტ კენედიმ ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტს 2018 წლის ივლისში ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის თავისუფლების აქტის დარღვევის გამო უჩივლა.  სარჩელი ვაქცინების უსაფრთხოებასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა. საქმე ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ICAN-სთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების დაგვიანებას ეხებოდა. 

ICAN-ის დამფუძნებლის დელ ბიგთრის თანახმად, „ვაქცინაციით დაშავებულთა კომპენსაციის“ შესახებ 1986 წლის კანონი ჯანდაცვის დეპარტამენტს ავალდებულებს, რომ კონგრესის შესაბამის კომიტეტს ვაქცინაციასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგების ანგარიში წარუდგინოს. ICAN-მა დოკუმენტები მოითხოვა, თუმცა HHS-მა ICAN-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო დოკუმენტაციის შესატყვისი ანგარიშები ვერ აღმოაჩინა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ICAN ამტკიცებდა, რომ HHS ბოლო წლებში ვაქცინების უსაფრთხოებას აღარ ამოწმებდა. თუმცა, რეალურად, 2019 წლის მარტში სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის თავმჯდომარემ ლამარ ალექსანდრმა განმარტა, რომ ICAN-ის მიერ გამოთხოვილი ანგარიშები HHS-ს კონგრესისთვის არა ორ წელიწადში ერთხელ, არამედ კანონის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში უნდა მოემზადებინა. მისი თქმით: „კონგრესის შესაბამის კომიტეტს აქვს 1988 წელს და 1989 წელს მიღებული ანგარიშები. ამასთან ერთად, HHS ვაქცინებზე მონიტორინგს და კვლევებს სხვადასხვა დაქვემდებარებული ორგანოს საშუალებით მუდმივად აწარმოებს. ეს 4 მთავარი ორგანოა: ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველთა ეროვნული კომიტეტი, საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ვაქცინების კომიტეტი, იმუნიზაციის პროგრამების მრჩეველთაკომიტეტი, და ბავშვთა ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველთა კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტები დამოუკიდებლად მუშაობენ და მუდმივად აწვდიან ინფორმაციას HHS-ს. 

შესაბამისად, კენედის მიერ მომზადებული სარჩელი სავალდებულო ვაქცინების გაუქმებასთან არ არის დაკავშირებული. სარჩელში არც ბილ გეითსი და არც ენტონი ფაუჩი არ ფიგურირებენ. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კენედი
კოვიდსტატისტიკა
ფაუჩი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა