• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ტელეკომპანია „TV პირველმა“ AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდით ეფექტთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა

ტელეკომპანია „TV პირველმა“ AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდით ეფექტთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა

ვერდიქტი: მანიპულირება

04/05/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

ტელეკომპანია „TV პირველმა“ AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდით ეფექტთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 4 აპრილს ტელეკომპანია „TV პირველმა“ AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდითი ეფექტის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა. სიუჟეტის (9:16წთ. - 11:30წთ.) დასაწყისში ჟურნალისტი აცხადებს, რომ „67 წლის მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ვაქცინა გახდა“. ტელეკომპანია აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ გელაშვილის მეზობლებს ასახელებს. მათი განცხადებით, მამაკაცს ასთმა ჰქონდა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, მდგომარეობა ადგილზევე დამძიმდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და სახლში გაწერეს. როგორც მეზობლები სიუჟეტში აღნიშნავენ, გელაშვილის მდგომარეობა აცრიდან რამდენიმე დღეში კვლავ დამძიმდა და ის საკუთარ სახლში ეზოს დალაგებისას გარდაიცვალა. კორესპონდენტი სიუჟეტის ბოლოს აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი უწყებები დაადგენენ. 

ტელეკომპანიამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ  სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - „თბილისში, ვაქცინაციის შემდეგ, 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა“. სტატიის მიხედვით, თბილისში მცხოვრები 67 წლის მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ვაქცინა გახდა. ტელეკომპანია აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ მეზობლებს ასახელებდა, რომელთა განცხადებით, მამაკაცს ასთმა აწუხებდა და ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში AstraZeneca-ს ვაქცინით გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აიცრა.  

 

ტელეკომპანიამ სტატიის სათაური და შინაარსი რამდენიმე წუთში განაახლა. შედეგად, სტატიაში, სათაურით - „ვაქცინაციიდან ორ დღეში გარდაცვლილი 67 წლის კაცი - რა მოხდა თბილისში“, ვკითხულობთ, რომ მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ოჯახი კი კომენტარს არ აკეთებს. 

 

აღსანიშნავია, რომ ამავე პიროვნების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 2021 წლის პირველ მაისსაც გავრცელდა. Facebook-მომხმარებელი, შორე შანიძე, ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მორიგი მსხვერპლი ჰყავს - 70 წლის მიხეილ გელაშვილია, რომელიც ¬ხაშურის რაიონის სოფელ წაღვში გარდაიცვალა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება:

,,ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების ბაზა, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია. როგორც მეუბნებიან, აცრილი გარდაცვლილი არ არის“.

---------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ტვ პირველი
ფაუჩი
ასტრაზენეკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა