• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში შეყვანის შედეგად აშშ-მ 8 მლრდ დოლარი დაზოგა

დეზინფორმაცია: ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში შეყვანის შედეგად აშშ-მ 8 მლრდ დოლარი დაზოგა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში შეყვანის შედეგად აშშ-მ 8 მლრდ დოლარი დაზოგა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook მომხმარებელმა ირაკლი გოგავამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი ჯარისკაცის მისიაში საზღვარგარეთ ყოფნა 400,000-დან 2.1 მლნ-მდე დოლარი უჯდებოდა, სამხედრო მისიისა და თარიღის შესაბამისად. მისივე მტკიცებით, 17 წლის მანძილზე ავღანეთში მთელი წლით საშუალოდ 1200 ქართველი ჯარისკაცი იმყოფებოდა. აღნიშნული მტკიცებების კომბინირებით კი აღნიშნავს, რომ ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის მისიაში მონაწილეობის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებს 8 მლრდ დოლარი დაეზოგა. აღნიშნული კი, პოლიტიკური და სამხედრო ასპექტის უგულებელყოფის გარდა, რიცხვობრივი ანალიზის თვალსაზრისითაც მანიპულაციურია. 

 

NATO-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობის ანალიზისა და შეფასების პოსტში მოცემული მიდგომის განხილვაში „ფაქტ-მეტრი“ არ შედის და მხოლოდ იმ ფაქტობრივ ტყუილზე მითითებით შემოიფარგლება, რაც პოსტის ავტორის მიერვე მითითებული წყაროდან დგინდება.

მტკიცების თანახმად, აშშ-ს ერთი ამერიკელი ჯარისკაცის მისიაში ყოფნა მინიმუმ 400,000$ უჯდება, ხოლო იმავე მისიაში ამერიკელის ნაცვლად ქართველი ჯარისკაცის მონაწილეობით ეს თანხა დაიზოგება. დასახელებული ინტერვალის ქვედა ზღვარი - 400,000$ ემთხვევა ერაყის ომის ხარჯების 2005 წლის ნიშნულს, გადაანგარიშებულს მისიაში მონაწილე ერთეულ ჯარისკაცზე. ზედა ზღვარი - 2.1 მლნ დოლარი - კი ავღანეთის მისიაში 2014 წლისათვის განსაზღვრულ ანალოგიურ მონაცემს. დასახელებული მონაცემები ერთობლივად არის განხილული მოცემულ სტატიაში, სადაც წყაროდ ასევე  გოგავას მიერ გამოყენებული ანგარიშია მოყვანილი. თუმცა, ფაქტობრივად სწორი რიცხვები, პოსტის ავტორის მიერ შინაარსობრივად არასწორად არის ინტერპრეტირებული, თითქოს ეს ინდივიდუალური ჯარისკაცის „შენახვის“ ხარჯია, რომლის დაზოგვაც - სხვა ქვეყნის მოქალაქით ამერიკელის ჩანაცვლების შემთხვევაში, არის შესაძლებელი.

სინამდვილეში, დასახელებული მონაცემი მთლიანი ომის ხარჯის ჯარისკაცების ოდენობაზე ტექნიკურად გაყოფით არის მიღებული და ისეთ ხარჯებსაც მოიცავს, რაც არანაირ კავშირში არ არის, არათუ ჯარისკაცის ანაზღაურებასთან, არამედ მისიაში მონაწილე ამერიკელ ჯარისკაცთა ოდენობასთანაც კი. აღნიშნული პირდაპირ არის მითითებული პოსტში მოყვანილ კვლევაში. 2014 წლის ბიუჯეტის მაგალითზე, მსგავსი ხარჯია ავღანელ ჯარისკაცთა წვრთნისა და აღჭურვის ხარჯები (7.7 მლრდ დოლარი), რომელსაც არაფერი აქვს საერთო ამერიკელი ჯარისკაცის „შენახვის ხარჯებთან“, ასევე უშუალოდ ცალკეული ოპერაციისა და ლოჯისტიკური ხარჯები (მაგ. დაზვერვა/დაკვირვება), რაც იმის მიუხედავად უნდა იქნეს გაწეული, ქართველი ჯარისკაცი მიიღებს მასში მონაწილეობას, თუ ამერიკელი. ამავდროულად, ე.წ ფიქსირებული ხარჯები, რაც საერთოდ არ არის ჯარისკაცთა ოდენობაზე დამოკიდებული, არათუ მათ მოქალაქეობასთან, წლიურ ბიუჯეტში საშუალოდ 20 მლრდ დოლარს შეადგენს.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ომის მთლიანი ხარჯების ერთ ჯარისკაცზე გადაანგარიშებით, თუ არის 400,000$, ერთი ქართველი ჯარისკაცით ამერიკელის ჩანაცვლება ამერიკის ბიუჯეტს 400,000$-ს დაუზოგავს, აბსურდულია და რეალობასთან შეუსაბამო. სინამდვილეში, აღნიშნული 400,000$ იმ ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის შექმნის შენახვისა და ოპერირების ხარჯებსაც მოიცავს, რასაც ქართველი ჯარისკაცები  მისიაში იყენებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ თავისთავად მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, ასევე ამერიკული მხარის მიერ არის დაფინანსებული. 

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ქართველი
ჯარისკაცები
ქაბული
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა