• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პოლიციის უნიფორმაზე დატანილი შავ-თეთრი კვადრატები მასონური სისტემის სიმბოლოა

დეზინფორმაცია: პოლიციის უნიფორმაზე დატანილი შავ-თეთრი კვადრატები მასონური სისტემის სიმბოლოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: პოლიციის უნიფორმაზე დატანილი შავ-თეთრი კვადრატები მასონური სისტემის სიმბოლოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი Goria Shiva Facebook-ზე მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, პოლიციის უნიფორმაზე გამოსახული თეთრი და შავი კვადრატები მასონური სისტემის სიმბოლოა. პოსტის ავტორის თანახმად, „თავსმოხვეული ლგბტ კანონები, იუვენალური იუსტიცია, მიწების გაყიდვა“ და სხვა მრავალი იმ სისტემის ნაწილია, რომლის სიმბოლოც პოლიციის უნიფორმაზე დატანილი შავ-თეთრი კვადრატებია.  27 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტს ამ ეტაპზე 25 გაზიარება აქვს, მათ შორის პოსტი გაზიარდა Facebook- ჯგუფში „ანტი-მასონობა; „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, რომელსაც პლატფორმაზე 5000 წევრი ჰყავს. 

რეალურად, მსგავსი კუბების გამოყენების ისტორია პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შოტლანდიაში დაიწყო მაშინ, როცა პოლიციელების შავ ქუდებს თეთრი კუბური ფიგურები დაემატა, რადგან მათი უნიფორმის საშუალებით  პოლიციელებისა და ავტობუსის მძღოლების ერთმანეთისგან გარჩევა ადვილი ყოფილიყო. ეს კუბური ფორმები სამართალდამცავი ორგანოების სფეროში შოტლანდიელმა ოფიცერმა, პერსი სილიტომ შემოიტანა და ამის გამო კონკრეტულ ფორმებს დღემდე „სილიტოს ტარტანები“ (Sillitoe’s Tartans)  ეწოდება.

ეგრეთ წოდებულ Sillitoe’s Tartans- ის ვარიაციები,  მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის პოლიციური ძალებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების სიმბოლოდ იქცა და მრავალ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა. შესაბამისად, ფორმები მსგავსი ინსტიტუტების მანქანებზე ან უნიფორმაზე გვხვდება დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ისლანდიაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში. ძირითად შემთხვევებში ის კვლავ შავ-თეთრი ან ლურჯ-თეთრ ფერებში გამოისახება, თუმცა  უამრავი სხვა ფერის კომბინაცია არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ადგილის მიხედვით განსხვავდება. 

Sillitoe’s Tartans-ს ხშირად იყენებენ საგანგებო სამსახურების მანქანებზე და ოფიციალურ სამოსზე, მათ შორის, ქუდებსა და ჟილეტებზე. სიმბოლოები  საქართველოს პოლიციის სამსახურის უნიფორმაშიც არის გამოყენებული. 

 

აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად,  პოლიციის უნიფორმაზე გამოსახული თეთრი და შავი კვადრატები სასწრაფო და გადაუდებელი სამუშაოების სიმბოლოა, რომლის ისტორიაც მეოცე საუკუნეში იწყება და მას არანაირი კავშირი არ აქვს Goria Shiva-ს მიერ ნახსენებ „მასონურ სისტემასთან“. 

----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პოლიცია
უნიფორმა
მასონები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა