• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რატომ არ ასახავს საარსებო მინიმუმი რეალობას?

რატომ არ ასახავს საარსებო მინიმუმი რეალობას?

საქსტატის მონაცემებით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, წინა თვესთან შედარებით, 3.8 ლარით გაიზარდა და 201 ლარი შეადგინა.

27/04/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქსტატის მონაცემებით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, წინა თვესთან შედარებით, 3.8 ლარით გაიზარდა და 201 ლარი შეადგინა.  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით არის შემცირებული. 2021 წლის მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 178.1 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 3.4 ლარით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით - 4.5 ლარით ნაკლები. 

არსებული საარსებო მინიმუმი ადამიანის საჭიროებებს რეალურად არ ასახავს და ის მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ფასის ცვლილებას გვიჩვენებს. 

როგორ ხდება საარსებო მინიმუმის გაანგარიშება?

საქსტატი საარსებო მინიმუმს, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათის შემადგენლობა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით - 2003 წელს განისაზღვრა. ის 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა,  რაც ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს.

მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტზე“ იყოფა. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად, 14%-ით იაფად ყიდულობს.

საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება 0.7-ზე იყოფა, რადგან საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ის სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ სურსათის ფასებს აქვს.

საარსებო მინიმუმის მხოლოდ სასურსათო კალათის მიხედვით დაანგარიშება და ხარჯების ამგვარი გადანაწილება (სასურსათო ხარჯები 70%, არასასურსათო ხარჯები 30%) რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით გამოდის, რომ ადამიანს არასასურსათო ხარჯებისთვის თვეში დაახლოებით 60 ლარი უნდა ეყოს, რაც არარეალურია, რადგან აქ შედის ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვისა და სხვა ხარჯები. რეალურად, არასასურსათო ხარჯების წილი გაცილებით მაღალია, საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, შინამეურნეობის მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში სასურსათო ხარჯების წილი მხოლოდ 43% იყო.  

ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად, ის გაცილებით მაღალია. საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და საარსებო მინიმუმის ახალი ზღვრის დაწესება 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. თუმცა ეს დაპირება არ შესრულებულა.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია. საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

თეგები:
მშპ
საარსებო მინიმუმი
სასურსათო კალათა
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა