• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ფაქტებით მანიპულირება: ვაქცინაცია ხელს უწყობს კორონავირუსის მუტაციას

ფაქტებით მანიპულირება: ვაქცინაცია ხელს უწყობს კორონავირუსის მუტაციას

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

07/04/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

ფაქტებით მანიპულირება: ვაქცინაცია ხელს უწყობს კორონავირუსის მუტაციას

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

სოციალურ სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდგომ სულ უფრო მეტი ადამიანი გახდება ვირუსის პასიური მატარებელი. მასალის თანახმად, ვირუსი ეცდება გაძლიერდეს, რის შედეგადაც ის მუტაციას განიცდის. ვაქცინირებული ადამიანები COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტს დაკარგავენ. ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული კორონავირუსის ანტისხეულები ვირუსის წინააღდეგ აღარ იმოქმედებს, „რაც გამოიწვევს კაცობრიობის უდიდესი ნაწილის გენოციდს“. მასალაში მოყვანილია „ვირუსოლოგის და ვაქცინების ექსპერტის“, გერტ ვანდენ ბოშის ციტატა, რომლის თანახმადაც, „ზოგიერთი მიზნობრივი მუტაციის შემდეგ, ვირუსი ხდება მთლიანად მდგრადი კორონავირუსის ანტისხეულების მიმართ, იმისდა მიუხედავად, ისინი მიიღეს ბუნებრივი ინფექციით თუ ვაქცინაციით. ამ ეტაპზე ვაქცინირებული ადამიანები დაკარგავენ იმუნიტეტს COVID-19-ის მიმართ“. მასალაში მოყვანილი მტკიცებები კორონავირუსის ვაქცინას უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და მისდამი უნდობლობას აჩენს. ინფორმაცია ისეა წარმოჩენილი, თითქოს ვაქცინაციის შემდგომ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულები ვირუსის მუტაცია განცდილ ვარიანტებს ვეღარ გაუმკლავდება, ეს კი ადამიანების გენოციდს გამოიწვევს.

SARS-CoV-2-ის მსგავსი ვირუსები მუტაციას მართლაც განიცდიან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, SARS-CoV-2-ის-ის რამდენიმე ვარიანტი განვითარდა. 2020 წლის სექტემბერში SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი ინგლისში წარმოიშვა. ეს ვარიანტი, რომელიც B.1.1.7-ის სახელითაა ცნობილი, საკმაოდ სწრაფად გავრცელდა გაერთიანებულ სამეფოში და დეკემბერში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 60% სწორედ ამ შტამით იყო ინფიცირებული. SARS-CoV-2-მა მუტაცია განიცადა ბრაზილიაში, კალიფორნიაში, სამხრეთ აფრიკაში და სხვ. დადგინდა, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოცენებული ახალი შტამი, რომელიც B.1.351-ის სახელითაა ცნობილი, უფრო სწრაფად ვრცელდება და აქვს უნარი, რომ იმ ადამიანების რეინფიცირება გამოიწვიოს, რომლებიც ადრე კორონავირუსის ძველი შტამით დაინფიცირებულნი და შემდეგ გამოჯანმრთელებულნი იყვნენ. ეს ვარიანტი შესაძლოა, რომ კორონავირუსის ვაქცინების მიმართ უფრო მდგრადი აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შეჩერების საშუალებას არ წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“,- განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა დევი შრიდჰარმა. ამასთან ერთად, ვირუსის ახალი ვარიანტების უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადების თანახმად, „ვაქცინაციის არსი სწორედ ამაშია, რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ვირუსს მუტაციური უნარი მეტად უმცირდება და პრაქტიკულად ერთმევა უნარი, რომ ახალი ძალით დაგვიპირისპირდეს”.

ამასთან ერთად, WHO-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნეული ინფორმაციის მიხედვით, უკვე დამტკიცებული ან ამჟამად შემუშავების პროცესში მყოფი COVID-19-ის ვაქცინები, მოსალოდნელია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ გარკვეული დონის ეფექტურობას აჩვენებს და კვლავ ექნება უნარი, რომ ვაქცინირებული პირები ვირუსის ახალი ვარიანტებისგან გარკვეული დოზით დაიცვას.

ვირუსის ახალ შტამებთან მიმართებით ვაქცინების მუშაობის ეფექტურობის საკითხზე კომენტარი ექიმმა-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა „პირველი ხაზის“ ეთერში გააკეთა. მაია ბუწაშვილის განცხადების თანახმად, დღესდღეობით ვირუსის სამი მსხვილი შტამი ცირკულირებს. ესენია: ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამები. როგორც ინფექციონისტმა განაცხადა, მყარი კვლევები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ვაქცინების ახალ შტამებთან მიმართებით ზუსტი ეფექტურობის განსაზღვრას, ნაკლებია. მიუხედავად ამისა, „საერთო ჯამში, ფაქტი ის არის, რომ ვირუსის ახალ შტამებზე ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია, თუმცა გარკვეული მოქმედება აქვს“. მაია ბუწაშვილის ინტერვიუს თანახმად, როგორც „ასტრაზენეკას“, ისე „ფაიზერის“ ვაქცინები ვირუსის ბრიტანულ შტამზე უკეთესად მუშაობს, სამხრეთ აფრიკულ ვარიანტზე კი ვაქცინების ეფექტურობა შედარებით უფრო დაბალია.

ყველა რნმ ვირუსი, მათ შორის გრიპის ვირუსებიც, დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის. სწორედ ამიტომ, ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ყოველ წელს ახალი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გავიკეთოთ. SARS-CoV-2-ის ვირუსის შემთხვევაში, მუტაციების შედეგად რამდენიმე ახალი ვარიანტი უკვე წარმოიქმნა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იუწყებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ვაქცინაცია, რათა ვირუსის გადადება შემცირდეს და შესაბამისად, ახალი ვარიანტების წარმოქმნის რისკიც ნაკლები იყოს.

გერტ ვანდენ ბოშის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის გაგრძელების შემთხვევაში, ადამიანებს იმუნიტეტი გაუქრებათ, რაც „ახალგაზრდების გენოციდს გამოიწვევს“ შეგიძლიათ, გაეცნოთ “ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ანგარიში 2022
გვერდითი მოვლენები
მუტაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა