იტვირთება

სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გაყალბებული ციტატები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

Facebook-გვერდი - „საქართველო“ – 2021 წლის 6 აპრილს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია II-ისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გაყალბებულ ციტატებს აქვეყნებს. გავრცელებული პოსტის თანახმად, პატრიარქმა კომენდანტის საათი უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ ის არა ვირუსის შეკავებას, არამედ ქართველი ხალხის დამონებას ემსახურება. Facebook-გვერდი ირწმუნება, რომ პატრიარქის ამ განცხადებას გიორგი გახარიაც დაეთანხმა და აღიარა, რომ კომენდანტის საათის დაწესებაში თავის პასუხისმგებლობასაც ხედავს: „ვაღიარებ, რომ კომენდანტის საათის დაწესება იყო შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდი ქართველი ხალხის წინაშე“. გვერდი მეტი დამაჯერებლობისთვის ტელეკომპანია „იმედის“ დიზაინს იყენებს.

აღნიშნულმა Facebook-გვერდმა ყალბი ამბავი ილია II-ის შესახებ 2021 წლის 4 აპრილსაც გაავრცელა. 5 აპრილს „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, უარყო:

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას, აღნიშნული ციტატაც ყალბია. არც ტელეკომპანია „იმედთან“ და არც სხვა მედიასთან მსგავსი განცხადება გიორგი გახარიას არ გაუკეთებია. ტელეკომპანია „იმედის“ პოსტში გამოყენებული დიზაინი ფოტომანიპულაციის შედეგია:

შესაბამისად, Facebook-გვერდის - „საქართველო“ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ილია II და გიორგი გახარია კომენდანტის საათს უარყოფითად აფასებენ, არის ყალბი ამბავი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი