• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პირბადეებით და კორონავირუსის დიაგნოსტიკური ჩხირებით ადამიანის ორგანიზმში „მარგელონები“  შეჰყავთ

დეზინფორმაცია: პირბადეებით და კორონავირუსის დიაგნოსტიკური ჩხირებით ადამიანის ორგანიზმში „მარგელონები“ შეჰყავთ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: პირბადეებით და კორონავირუსის დიაგნოსტიკური ჩხირებით ადამიანის ორგანიზმში „მარგელონები“  შეჰყავთ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქართულ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსის ტესტირებისთვის განკუთვნილ ჩხირებზე და პირბადეებზე ცოცხალი მიკროორგანიზმები, ეგრეთ წოდებული „მარგელონებია“ მოთავსებული, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ინფიცირებას იწვევს. მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია ინტერნეტში ჯერ უცხოენოვანი გვერდების მიერ გავრცელდა (წყარო 1; წყარო 2), სადაც ზოგიერთ ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, შავი ნაწილაკები მეტალის ძაფები ან მიკრო რობოტებია, ზოგიერთ ვიდეოზე დაყრდნობით კი - ნაწილაკების მოძრაობა იმის დამადასტურებელია, რომ ისინი ცოცხალ პარაზიტულ მიკროორგანიზმებს წარმოადგენენ. დეზინფორმაციის გავრცელების ინტენსივობიდან გამომდინარე, კონკრეტული ფაქტი რამდენიმე საერთაშორისო გადამოწმების ორგანიზაციამ შეამოწმა (წყარო 1; წყარო 2).

დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიის პრესტიჟული არასამთავრობო საგამოძიებო ჟურნალი Correctiv-ის დაკვეთით ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ვიდეოში ნაჩვენები ნაწილაკები არ არიან ცოცხალი არსებები, რობოტები ან მეტალის ძაფები, არამედ ისინი მხოლოდ მუქი ფერის ქსოვილის ბოჭკოებია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არანაირ რისკს არ წარმოადგენენ. ისინი არ მოძრაობენ თავისთავად, არამედ მათ მოძრაობაზე გავლენას ელექტროსტატიკური მუხტი ან ჰაერის ნაკადები ახდენს. 

გერმანელმა ბიოლოგმა და ექსპერტმა მარკ ბენეკმა, რომელმაც Correctiv-თან ერთად კორონავირუსის ტესტირებისთვის გამოყენებული ჩხირები მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლა, განაცხადა, რომ შავი ქსოვილის მოძრაობის მიზეზი  ისაა, რომ მუქი ბოჭკო არ არის ჩაშენებული ჩხირის ბამბის ქსოვილის ერთობაში. შესაბამისად, როგორც ელექტროსტატიკური მუხტის, ისე ჰაერის ნაკადების მოქმედების ფონზე, ნაწილაკი, სხვა ბოჭკოებთან მყარი კავშირის არ არსებობის გამო, ირხევა. 

ამასთან ერთად, მისი განცხადებით,  ყველა ცოცხალ არსებას გარკვეული ორგანოები უნდა ჰქონდეს, მაგალითად, ყველა ცხოველურ ორგანიზმს ესაჭიროება ერთგვარი პირი, ასევე კუნთები გადასაადგილებლად. მცენარეულ ორგანიზმებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ პატარა თმები ან ჯაგარი. მაღალი განათების ქვეშ ნაწილაკის მიკროსკოპით დაკვირვებისას, ორგანო, რომელიც ნაწილაკის სიცოცხლისუნარიანობას დაამტკიცებდა, არ გამოკვეთილა 

 

(ფოტო: Mark Benecke / virusonline.de)

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხვდება მუქი ფერის ბოჭკოები ჩხირზე,  ბენეკის განცხადებით, ეს შეიძლება იყოს თანამშრომლების სამუშაო ტანსაცმელს მოშორებული ქსოვილები, რომლებიც იმ ქარხანაში დაფრინავს, სადაც ჩხირები მზადდება. 

რა არის „მარგელონი“?

აღსანიშნავია, რომ მარგელონების ფიზიკური არსებობა მედიცინაში დადასტურებული არაა და ის მეცნიერების დიდი ჯგუფის აზრით, ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელსაც ბოდვითი პარაზიტოზის ვარიანტს უწოდებენ. ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „მარგელონის დაავადება“ აქვთ, ამბობენ რომ კანზე ძაფისებრი წანაზარდები ეზრდებათ. ამის მიუხედავად, მეცნიერულმა გამოკვლევებმა ვერ შეძლო ამ მდგომარეობის ზუსტი მიზეზის დადგენა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მკვლევრების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოკვლევამ პარაზიტების ან მიკრობაქტერიების კვალი პაციენტთა კანზე ვერ აღმოაჩინა. კვლევამ დაადგინა, რომ პაციენტთა კანზე არსებული ძაფები ან ბოჭკოები უმეტესად კანზე მოხვედრილ ბამბის უჯრედებს წარმოადგენდა.  აქედან გამომდინარე,  კვლევები მხარს არ უჭერს პაციენტების რწმენას, რომ ძაფისებრი ბოჭკოები მათი სხეულიდან გამოდის და „მარგელონის დაავადებას“ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებს. 

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კარანტინი
კორონა ვირუსი
მარგელონები
ჩხირები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა