• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აფრიკაში სკოლიდან ბავშვები Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაურბიან

დეზინფორმაცია: აფრიკაში სკოლიდან ბავშვები Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაურბიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: აფრიკაში სკოლიდან ბავშვები Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაურბიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი Nina Marji, Facebook-ზე მორიგი დეზინფორმაციის შემცველ პოსტს ავრცელებს. 47-წამიან ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ გარბიან მოსწავლეები სკოლიდან, თან  აუდიოჩანაწერი ერთვის,  რომელიც აცხადებს, რომ სკოლიდან გაქცევის მიზეზი ვაქცინაა, რომლის გაკეთებასაც სკოლის მოსწავლეებს უპირებენ.   ამას თან ახლავს  Nina Marji-ის დართული კომენტარი, სადაც ის  ჩანაწერში გაჟღერებულ მოსაზრებას ამყარებს და ამბობს, რომ აფრიკელ მოსწავლეებს იძულებით უპირებდნენ აცრას. „როცა იძულებით გიპირებენ აცრას და ყველა საშუალებით გარბიხარ თავქუდმოგლეჯილი.... )))) აფრიკელი მოსწავლეები ჭკვიანები ყოფილან... „ ,- ნათქვამია პოსტის ავტორის კომენტარში. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვიდეოზე დართული ხმა მონტაჟის შედეგია და უშუალოდ ვიდეოს გადაღების დროს არაა ჩაწერილი. ამას ადასტურებს Youtube-ზე გავრცელებული ორიგინალი ვიდეო ჩანაწერი. ამასთან ერთად,  ვიდეო კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოჩენამდე, 7 თვით ადრე, 2019 წლის 23 მაისსაა გადაღებული. ნაჩვენები ქაოტური სცენა სამხრეთ ნიგერიის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ცრემლსადენი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი პოლიციის ოფიციალური განცხადების თანახმად, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 17 წლის მოსწავლემ ცრემლსადენი გაზის ლითონის კაფსულა სკოლაში წაიღო და კლასელებისთვის ჩვენების დროს გაზმა კაფსულიდან გამოჟონა. კონკრეტულ ინციდენტს  ადგილობრივ ტელევიზიებთან ერთად, რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა (წყარო 1; წყარო 2). 

----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • ბუნებრივი კლება გრძელდება — 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 5 ათასით შემცირდა

    ბუნებრივი კლება გრძელდება — 2025 წლის პი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New York Times-ში გამოქვეყნებულ მის ციტატასთან დაკავშირებით

    დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New Yor...

    პოზიცია შეცვალა
    პოზიციის არსებითი ცვლილება; პოზიციის სრული ამოტრიალება
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა