• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქლიქბეითის ყალბი ამბავი: ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, ვინც არ გაიკეთებს, 3000 ლარით დაჯარიმდება

ქლიქბეითის ყალბი ამბავი: ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, ვინც არ გაიკეთებს, 3000 ლარით დაჯარიმდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ქლიქბეითის ყალბი ამბავი: ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, ვინც არ გაიკეთებს, 3000 ლარით დაჯარიმდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2 მარტს ვებგვერდზე geovips.com გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, ვინც არ გაიკეთებს დაჯარიმდება 3000 ლარით”. მასალა ქართულ Facebook-ჯგუფებშიც აქტიურად გავრცელდა.

ვებგვერდზე გადასვლისას საკითხის შესახებ დამატებით აღნიშნულია, რომ  მთავრობის მიერ დაწესებული „ამდენი ჯარიმის შემდეგ“, ვაქცინასთან დაკავშირებული ჯარიმა გარდაუვალი იქნება. ინფორმაციას თან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ფოტო ერთვის. 

 

სინამდვილეში, Geovips.com ქლიქბეით ვებგვერდს წარმოადგენს. ყვითელი სათაური, რომლითაც ქლიქბეით საიტები ხასიათდება, მკითხველს მცდარ წარმოდგენას უქმნის, თითქოს ვაქცინაცია სავალდებულო იქნება და თუ პირი მას არ გაიკეთებს, 3000 ლარით დაჯარიმდება. ამირან გამყრელიძის ფოტო, რომელიც მასალას თან ერთვის, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული სიტყვები მას ეკუთვნის და მცდარ სათაურს დამატებით დამაჯერებლობას სძენს. რეალურად, ამირან გამყრელიძეს - არცერთ საჯარო გამოსვლასა თუ ინტერვიუში - COVID-19-ის სავალდებულო ვაქცინაციაზე არ  უსაუბრია. გამყრელიძის განცხადების თანახმად, რომელიც 2 თებერვლით თარიღდება, აცრა ნებაყოფლობითი იქნება.

ამასთან ერთად, COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად მოზრდილი მოსახლეობის (18 წელს ზევით ასაკის) 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, მათ შორის, რისკ-ჯგუფებისთვის, რომლისთვისაც ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს აღიარებული და გამოყენების ნებართვა ჰქონდეს მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან, როგორიცაა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) და სხვა. შესაბამისად, მასალაში არსებული ინფორმაცია სავალდებულო ვაქცინისა და მასთან დაკავშირებული ჯარიმის შესახებ, ყალბ ამბავს წარმოადგენს.

Whois.DomainTools-ის თანახმად, ვებგვერდი 2019 წლის 10 ნოემბერს შეიქმნა.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება

    გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყა...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • იანვარ-ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

    იანვარ-ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში უნდა იყოს, თუმცა პროექტის ვადა  ერთი წლით გახანგრძლივდა

    ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა