იტვირთება

დეზინფორმაცია: ავტო კოვიდ პუნქტზე ძველეგვიპტური ღმერთის - ანუბისის - ლოგოტიპია გამოსახული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სტატია:

სოციალურ ქსელ Facebook-ში კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტო კოვიდ პუნქტზე (სადაც კორონავირუსზე ტესტირება ტარდება) ძველეგვიპტური ღმერთის, ანუბისის, ლოგოტიპია გამოსახული, რომელიც მკვდარი სულების სამყაროში გამცილებელს წარმოადგენს. Facebook პოსტის ავტორები აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით კორონავირუსის ტესტირებას მსხვერპლშეწირვასთან აიგივებენ.

აღნიშნული ყალბი მტკიცება უცხოურ მედიაში სხვადასხვა დროს გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3), რაზეც ფაქტების გადამოწმების არაერთი პლატფორმა წერდა (Reuters.com, Factcheck.org, Factcheck.afp.com, Checkyourfact.com).

სინამდვილეში, კოვიდ პუნქტებზე გამოსახული არა ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთი, ანუბისი, არამედ კომპანიის - Aardvark Mobile Tours - ლოგოა. აღნიშნული კომპანია სატვირთო ავტომობილების დიზაინს ქმნის და აწარმოებს. ფლორიდის შტატში კორონავირუსის ტესტირების პუნქტებად სწორედ მათი სატვირთო მანქანები გადაკეთდა.

კომპანიის ლოგოზე სუბ-საჰარული აფრიკის ცხოველი, აარდვარკი, არის გამოსახული. როგორც Factcheck.org-თან კომპანიის პრეს-სპიკერმა, ქეროლინ ლენგმა, განაცხადა, ლოგო 2007 წელს შეიქმნა და მასზე აარდვარკის თავია გამოსახული. ხოლო მიზეზი, რატომაც აარდვარკი კომპანიის სახელად აირჩიეს, მარკეტინგულია - სიტყვის დასაწყისში ორი „ა“, კომპანიას საძიებო ცნობარის თავში მოაქცევდა.

აარდვარკი, რომელიც ლოგოზეა გამოსახული და ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთი -ანუბისი:

შესაბამისად, მტკიცება, რომ ავტო კოვიდ პუნქტებზე ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთი, ანუბისი, არის გამოსახული, ყალბია. მასზე სუბსაჰარული აფრიკის ცხოველი, აარდვარკია გამოსახული, რომელიც სატვირთო ავტომობილების კომპანიამ - Aardvark Mobile Tours - 2007 წელს ლოგოდ აირჩია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი